დავით ბაქრაძე - განმარტავს
დავით ბაქრაძე - "უსაფრთხოების დროებით ზონებში" რუსეთის შეარაღებული ძალებისთვის კონფლიქტის ზონაში დროებით პატრულირების მიცემის უფლება იგულისხმება
წყარო : ინტერპრესნიუს.ჯესაფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის წერილში და თანდართულ განმარტებაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ "უსაფრთხოების დროებით ზონებში" რუსეთის შეარაღებული ძალებისთვის კონფლიქტის ზონაში დროებით პატრულირების მიცემის უფლება იგულისხმება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, აქ საუბარია მხოლოდ პატრულირებაზე და არა სტაციონალური პოსტების განლაგებაზე. მათ არ ეძლევათ უფლება შეაფერხონ სარკინიგზო ან საავტომობილო მიმოსვლა. მათ ასევე არა აქვთ უფლება დასახლებულ პუნქტებში შევიდნენ.
"საუბარია დროებით კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე დამატებითი პატრულირების უფლებაზე. ხაზს ვუსვამ სიტყვა დროებითს, ვინაიდან ამავე წერილის თანახმად, ეს უფლება წყდება მაშინვე, როგორც კი ადგილზე საერთაშორისო მონიტორები განლაგდებიან", - განაცხადა ბაქრაძემ.
http://interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=236207