↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Რდესპანი

რუსეთის მიერ აფხაზეთის ცნობა ომის გამოცხადებას ნიშნავს - თარგამაძე

leonardo 2 წთ კითხვა 1218 0 კომენტარი

რუსეთის მიერ აფხაზეთის ცნობა ომის გამოცხადებას ნიშნავს - თარგამაძე

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის განცხადებით, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა საქართველოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნება და ”ჩვენ ამ გამოწვევას მივიღებთ”.

ოფიციალურმა თბილისმა 12 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთში რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და 200-მდე ჩეჩენი წარმოშობის სამხედრო მოსამსახურე შეიყვანა. თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ აშშ-ს მთავრობამ უკვე დააყენა ეს საკითხი რუსეთის ხელისუფლების წინაშე.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი