↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
2დესპანი

23 აგვისტოს აქცია ნიუ–ორკში

butia 3 წთ კითხვა 1027 0 კომენტარი

ძვირფასო თანამემამულენო, ქართველებო და საქართველოს მოგობრებო!

შაბათს, 23 აგვისტოს დღის 3:00 საათზე ქალაქ ნიუ - იორკში ტარდება მაშტაბური, სამსშვიდობო აქცია 1000-1500 კაცის შემადგენლობით (სასურველია მეტიც).

რადგან აქცია არაორდინარულ ხასიათს ატარებს, მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.

გთხოვთ რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 212-738-9487 (Hotline) E-Mail- thewaringeorgia@gmail.com

აქციის სპეციფიუარი ხასიათის გამო, საკოორდინაციო საბჭო უმორჩილესად გთხოვთ ყურადგებით წაიკითხოთ და მკაცრად დაექვემდებაროთ შემოთავაზებულ გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ ეფექტის მიღწევა ძალიან გაძნელდება.

მონაწილეები განლაგდებიან მე-5 ავენიუს აღმოსავლეთ მხარეს ცოცხალი ჯაჭვის სახით. თითოეულ ”ბლოკზე” განლაგდება მონაწილეთა განსაზღვრული რაოდენობა. ჯაჭვი უნდა დაეწყოს ზუსტად სამ საათზე, ყველანი ერთად ხელჩაკიდებულნი დავდგებით ტროტუარის გასწვრივ და ამ ჯაჭვს შევინარჩუნებთ 30 წუთის განმავლობაში.

აუცილებელია რომ ყველა აღნიშნული მონაწილე გამოცხადდეს კონკრეტული დანიშნულების ადგილზე ყველაზე უგვიანესი სამის ნახევარზე. ძალიან მნიშვენელოვანია სიზუსტე და ორგანიზებულება, ამიტომ ყველა მონაწილეს ვთხოვთ მზად იყოს მკაცრი (წუთის სიზუსტემდე) პუნქტუალობისთვის.

პარასკევ საღამოს 9 საათზე დამთავრდება რეგისტრაცია აქციისათვის. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ, ჩვენს ვებგვერდზე, ანბანური თანამიმდევრობით გამოქვეყნდება მონაწილეთა სახელები, და შესაბამისი ზუსტი მისამართები (მკვეთი ქუჩები) თუ სად უნდა გამოცხადდეთ. თუ ვინმეს არა აქვს საშუალება ინტერნეტით სარგებლობის, დარეკეთ ჩვენს ცხელ ხაზზე - 212-738-9487 და პირდაპირ მოგაწოდებთ ინფორმაციას.

ყველას ადგილზე დაგირიგდებათ დიდი ზომის თეთრი მაისურები საქართველოს დროშის გამოსახულებით, რომლებსაც თქვენსავე სამოსზე ზემოდან გადაიცვამთ. თუ ვინმეს, რაიმე მისაზრების გამო, დროშიანი მაისურების ჩაცმა არ გსურთ, გთხოვთ ამ აქციისთვის ნუ დარეგისტრირდებით.

ყველა ”ბლოკზე” მიმაგრებული იქნება დამოუკიდებელი მეთაური, რომელიც ადგილზე დაგხვდებათ და სიის მიხედვით დაგირიგებთ მაისურებს. უმორჩილესად გთხოვთ დაექვემდებაროთ მეთაურთა მითითებებს.

ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებს არ ესაჭიროებათ არც დროშები და არც ტრანსპარანტები. ამ აქციის სისადავე ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სასურველი ეფექტის მისაღწევად.

ჯაჭვის დაშლის შემდეგ, ძალიან მშვიდი, შეძლებისდაგვარად დაუჯგუფებელი სვლით (მაისურების გაუხდელად), ყველანი ცალცალკე, ფეხით გავემართებით 47-ე ქუჩისკენ მე-5 ავენიუს აღმოსავლეთ ტროტუარის გავლით. ხოლო შემდეგ 47-ე ქუჩის გავლით გავემართებით 1 ავენიუმდე სადაც უკვე შედგება ჩვეულებრივი, ტრადიციული მიტინგი, რომელიც გასტანს ორი საათი.

საკოორდინაციო საბჭო უმორჩილესად გთხოვთ(განსაკუთრებით მე-5 ავენიუს ჯაჭვის მონაწილეებს) მაქსიმალურად თავი შევიკვიოთ ხმამაღალი სკანდირებისაგან და მითუმეტეს შეურაცხმყოფელი შეძახილებისგან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ამ აქციის სისადავე, სიმშვიდე და სიზუსტე, მაქსიმალური ეფექტურობის განმსაზღვრელი გადამწყვეტი ფაქტორია.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ ნიუ-ორკის პოლიციის დეპარტამენტის შემდეგი მოთხოვნები:

1. აქციის მსველელობის პროცესში ყურადღებით მოეპყარით და დაემორჩილეთ ნიუ-ორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების ყველა მითითებას.

2. ცოცხალი ჯაჭვი არ უნდა ბლოკავდეს არც სამაქანო და არც ფეხითმოსიარულეთა მოძრაობას და უნდა განლაგდეს ფეხითმოსიარულეთა ერთი გადასასვლელიდან მეორემდე.

3. ტროტუართან სატრანსპორტო საშუალებების გაჩერების შემთხვევაში, მანქანიდან გადმოსულ მგზავრებს მიეცით საშუალება დაუბრკოლებლად გაკვეთონ ჯაჭვი.

გთხოვთ რეგულარულად გადაამოწმოთ ამ აქციის შესახებ განლაგებული ინფორმაცია ჩვენ საიტზე thewaringeorgia.com განყოფილებაში-”დაგეგმილი აქციები”- სადაც საბოლოო ჯამში მითითებული იქნება კონკრეტული სიები და უფრო დეტალური ინსტრუქციები

წინასწარ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველას თანხმობის, თანადგომისა და მცდელობოსათვის.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი