ნატოს მინისტერიალზე მიღებული დოკუმენტი ოფიციალურად გამოქვეყნდა

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ეკონომიკური ცხოვრება, მათ შორის საერთაშორისო ფრენები და გადაზიდვები არ უნდა შეჩერდეს. "ჩვენ შევახსენებთ რუსეთს მის პასუხისმგებლობას, შეინარჩუნოს უსაფრთხოება და წესრიგი იმ რეგიონებში, რომლებსაც თავად აკონტროლებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ნებაყოფლობით ანგრევს სამოქალაქო ინფასტრუქტურას.
რუსეთის სამხედრო ქმედება შეუთავსებელია იმ სამშვიდობო როლთან, რომელიც მას აკისრია და ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპებთან. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ დაიწყოს სამხედრო ძალების იმ რეგიონებიდან გაყვანა, რასაც მას ექვსპუნქტიანი შეთანხმება ავალდებულებს. ალიანსი სერიოზულად განიხილავს ნატო-რუსეთის ურთიერთობების შესაძლო გართულებებს რუსეთის ქმედებების გამო. გადაჭრით ვაცხადებთ, რომ ჩვენ საქმეებს, რომელსაც ერთობლივად ვაკეთებდით, ამ გზით ვეღარ განვაგრძობთ. მოვუწოდებთ რუსეთს, სიტყვითაც და საქმითაც დაადასტუროს იმ პრინციპების ერთგულება, რომელიც ჩვენი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს", - აღნიშნულია დოკუმენტში.
წყარო : http://www.interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=236594