ჯორჯ ბუში - მთელი მსოფლიო საქართველოს თავისუფლებისთვის ფეხზე დადგება
წყარო: http://www.interpressnews.ge
ჯორჯ ბუში - მთელი მსოფლიო საქართველოს თავისუფლებისთვის ფეხზე დადგება
"ჩვენ დავინახეთ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების სადარაჯოზე დადგნენ. ვნახეთ, ისტორიის ერთ-ერთი ახალი თავი, რომელიც 2003 წელს "ვარდების რევოლუციის" დროს ქართველმა ხალხმა დაწერა. საქართველომ ავღანეთში გააგზავნა თავის ჯარისკაცები, რათა სხვებს თავისუფლების შენარჩუნებაში დახმარებოდა, ახლა მთელი მსოფლიო ფეხზე დადგება საქართველოს თავისუფლებისთვის", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ჯორჯ ბუშის თქმით, დაახლოებით 2 კვირის წინ, საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიას დაემუქრნენ. რუსული ჯარის არაპროპორციული განლაგებით ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.
"საქართველოში მიმდინარე კონფლიქტი მთელმა მსოფლიომ დაგმო. კონდოლიზა რაისმა და ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ყველა ქვეყანა თანხმდება, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და რუსი სამხედროები 6 აგვისტოს სტატუს-კვოს დაუბრუნდნენ. ალიანსი სერიოზულად არის შეშფოთებული რუსეთის ქმედებებით. ალიანსმა განაცხადა, რომ რუსეთთან ვეღარ ექნება ადრინდელი ურთიერთობები. ნატო საქართველოს მიზნების მიღწევაში და ახალი ნატო-საქართველოს კომისიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება", - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ბუში აცხადებს, რომ აშშ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გაგრძლედება ჰუმანიტარული დახმარებაც. "სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. აშშ და ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - აღნიშნა ჯორჯ ბუშმა.
წყარო : http://www.interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=236884