↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Პდესპანი

პაატა ზაქარეიშვილი: ”რუსები დაიკანონებენ აფხაზეთს და ოსეთს”

leonardo 4 წთ კითხვა 1008 0 კომენტარი
წყარო: Presa.ge

პაატა ზაქარეიშვილი: ”რუსები დაიკანონებენ აფხაზეთს და ოსეთს”

[ნესტან ცეცხლაძე, გაზეთი ”ბათუმელები”]
- ”რუსები დაიკანონებენ აფხაზეთს და ოსეთს და ექნებათ 10-კილომეტრიან ზონაში მონიტორინგის უფლება”, - ექვს პუნქტიანი შეთანხმებაზე ”ბათუმელებთან” კომენტირებისას აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობის საფუძველზე მომზადებული სამშვიდობო გეგმას საქართველოს პრეზიდენტმა 15 აგვისტოს მოაწერა ხელი.

შეთანხმების პუნქტები:
1. ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
2. საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
3. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
5. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
6. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი