ნაწილები 10 დღის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე იქნებიან
გენერალი ბოლდირევი - საქართველოს ტერიტორიიდან გასაყვანი ნაწილები 10 დღის შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე იქნებიან
http://www.interpressnews.ge"ინტერფაქსის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოლდირევმა განაცხადა. მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გენერალ ვიაჩესლავ ბორისოვის განცხადება დააზუსტა.
გენერალმა ბოლდირევმა აღნიშნა, რომ 22 აგვისტოს მუშაობას დაიწყებენ სამშვიდობო პოსტები, ხოლო ის ნაწილები, რომლებიც ამ მიმართულებით არ საქმიანობენ, უკან დაბრუნდებიან.
მისი თქმით, დაახლოებით 10 დღეა საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს დაკავებული პოზიციების დატოვება და კოლონები დადგენილი წესით, სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ.
