რუსეთი ნატოს შავ ზღვაზე სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს
რუსეთი ნატოს შავ ზღვაზე სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს
| [”ინტერპრესნიუსი”] რუსეთი ნატოს შავ ზღვაზე სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს. როგორც ”რია ნოვოსტისთან” რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გენშტაბის თავმჯდომარის მოადგილემ გენერალ-პოლკოვნიკმა ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, შავ ზღვაში მიმდინარეობს ნატოს საზღვაო-სამხედრო ხომალდების თავმოყრა, რაც სიტუაციის გამწვავებას იწვევს. |
მისივე თქმით, შავ ზღვაზე უკვე იმყოფება ესპანეთისა და გერმანიის სამხედო საზღვაო ძალების ხომალდები. ახლახანს მათ პოლონეთის ფრეგატა და ამერიკული ესმინეცი დაემატა.
ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ესმინეცს ამერიკის კიდევ ერთი ხომალდი ”მაკფოლი” მოყვა. ოფიციალური მონაცემებით, მის ბორტზე ჰუმანიტარული ტვირთი იმყოფება. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ასევე ესმინეცს სანაპირო დაცვის კატერი ”დალასი” და ამერიკის მე-6 ფლოტის საკომანდო ხომალდი ”მაუნტ უიტნი”, ჰუმანიტარული ტვირთით მოყვეს.
ამასთან ერთად ნოგოვიცინი მიიჩნევს, რომ თბილისის თხოვნა, საქართველოს სამხედრო ძალების აღდგენის შესხებ, მოწმობს განმეორებითი აგრესიის განხორციელებას.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3617