↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებირწმენა და ეკლესია
Მდესპანი

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს

leonardo 1 წთ კითხვა 483 0 კომენტარი

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს

http://interpressnews.ge

მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხვალ, 9:00 საათზე, წირვა-ლოცვას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რადგან იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებულია. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათთორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. მიძინების დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა.
ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან ცოტა ხნით მიიძინა და მესამე დღეს აღსდგა. ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია.
ყოველადწმინდა ღვთისმშობელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებრ მეოხია ყველასი, ვინც მას ლოცვით მიმართავს.

გილოცავთ ყველა ქართველს ამ დიად დღესასწაულს, უფალის მადლი არ მოგვკლებოდეს.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · ეკლესიის ამბები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი