რუსეთმა ახალი თანამოაზრეები შეიძინა "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" სახით
საქართველოს საგარეო უწყება ულოცავს რუსეთს იმ ფაქტს, რომ მან ახალი თანამოაზრეები შეიძინა "ჰამასისა" და "ჰეზბოლას" სახით
http://interpressnews.geამის თაობაზე საუბარია საგარეო პოლიტიკური უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში, რომლითაც უწყება გამოეხმაურა "ჰამასი"-სა და "ჰეზბოლა"-ს მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში რუსეთის მხარდაჭერას.
"საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის, მისი ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციის და ამ ტერიტორიებზე ჩატარებული ტოტალური ეთნიკური წმენდიდან გამომდინარე, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ფედერაციამ ღირსეული თანამოაზრეები შეიძინა. ისღა დაგვრჩენია მივულოცოთ ეს მოსკოვს", - აღნიშნულია კომენტარში.
