26 უცნობი ჯარისკაცი დაკრძალეს ძმათა სასაფლაოზე
26 უცნობი ჯარისკაცი დაკრძალეს ძმათა სასაფლაოზე
| სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 აგვ.'08 / 18:13 |
უცნობი ჯარისკაცების ცხედრების ვინაობა დნმ-ის ანალიზის შედეგებით დადგინდება. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.Ge. |
სამხრეთ ოსურმა მხარემ საქართველოს 43 ჯარისკაცის ცხედარი გადმოსცა 27 აგვისტოს საღამოს.
თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც დაკრძალვას ესწრებოდა, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ 20 ქართველი ჯარისკაცის ბედი კვლავ გაურკვეველია.
19 აგვისტოს ოფიციალური ინფორმაციით, სულ 133 სამხედრო პირი იყო დაღუპული კონფლიქტის შედეგად, ხოლო 70 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.
ამ მონაცემების გათვალისწინებით საქართველოს შეიარაღებული ძალებში ამ მომენტისთვის მსხვერპლი 183 აღწევს, საიდანაც ოთხი რეზერვისტია.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 13 თანამშრომელი დაიღუპა კონფლიქტის დროს.
