↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ერთმანეთს აღიარებენ

pikaso22 1 წთ კითხვა 520 0 კომენტარი

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ერთმანეთს აღიარებენ


სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გეგმავენ გააფორმონ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ე.წ ელჩმა აფხაზეთში რობერტ კოკოევმა "რია ნოვოსტის" განუცხადა.
გარდა ამისა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გეგმავენ გააფორმონ ხელშეკრულება საომარი თანამშრომლობის შესახებ.
"ნებისმიერ სახელმწიფოს მოკავშირე სჭირდება და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ეს განსაკუთრებით აქტუალურია", - აღნიშნავს კოკოითი.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ერთმანეთი ადრეც აღიარეს, თუმცა ახლა ახალი დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმება.
რუსეთმა აფახაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად 26 აგვისტოს აღიარა.

www.InterPressNews.ge.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი