↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სტალინური ”მატრიოშკის” საიდუმლო

pikaso22 3 წთ კითხვა 779 0 კომენტარი

სტალინური ”მატრიოშკის” საიდუმლო

[ალექსანდრე რუსეცკი, სამხრეთ–კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი]

რუსმა მწერალმა ბორის აკუნინმა, როგორც ჩანს, თავისდა უნებურად, საქართველოში მომხდარს საკმაოდ საინტერესო შეფასება მისცა. მან, ფაქტიურად, ახსნა სტალინური ”მატრიოშკის” არსი, თუმცა დაუშვა ერთი პატარა, მაგრამ არსებითი შეცდომა. ეს ის შეცდომაა, რომელსაც დღეს ნებისმიერ დონეზე ყველა უშვებს.

ბორის აკუნინი: ”როდესაც ამ სიტუაციას უყურებთ თქვენი მხრიდან, ლონდონიდან, იქმნება მთაბეჭდილება, რომ პატარა საქართველოს თავს დაესხა დიდი რუსეთი. სინამდვილეში სიტუაცია გაცილებით რთულია. თავიდან პატარა ოსეთს დაესხა თავს დიდი საქათველო. შემდეგ – ყველაზე დიდი რუსეთი – დიდი საქართველოს. ეს ყველაფერი ესკალაციის გზით ვითარდება. შემდეგ მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ დაირაზმა, და ვფიქრობ, სავსებით სამართლიანად”.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გრიგოლ ხჩარტიშვილი (ბორის აკუნინის ნამდვილი სახელი), რომელიც საუბრობს ”პატარა ოსეთზე” საქართველოს თავდასხმის შესახებ, არ იცნობს კარგად კონფლიქტის ისტორიას და არ იცის პირველი აგვისტოდან დაწყებული სამხედრო პროვოკაციებისა და საომარი მოქმედებების შესახებ.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი