საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსახლეობას საუფლო ლოცვების აღვლენის კურთხევა მისცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსახლეობას საუფლო ლოცვების აღვლენის კურთხევა მისცა
[”ინტერპრესნიუსი”]სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ცოცხალი ჯაჭვის მონაწილეებსა და ზოგადად მოსახლეობას საუფლო ლოცვების აღვლენის კურთხევა მისცა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ განაცხადა, ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეებსა და ზოგადად საქართველოს მოსახლეობას პატრიარქისგან ეძლევათ კურთხევა, პირველ სექტემბერს თქვან ორი საუფლო ლოცვა: ”მამაო ჩვენო” და ღვთისმშობელისადმი ”მოწყალებისა კარი განგვიღე”, რადგან ამ ლოცვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ.
გარდა ამისა, შარაშენიძემ აღნიშნა, რომ ეს ორი ლოცვა მოსახლეობამ ”შვიდგზის ლოცვებთან” და პირად კანონებთან ერთად დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა თქვან, ვიდრე საქართველოს ძნელბედობის ჟამი უდგას.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3748