↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ედესპანი

ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის პროცესი იწყება

leonardo 1 წთ კითხვა 630 0 კომენტარი

ეკა ტყეშელაშვილი - ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის პროცესი იწყება

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენისა და დაცვის ინტენსიური პროცესი იწყება, - ასეთი შეფასება გააკეთა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.
მან იტალიელ კოლეგა ფრანკო ფრატინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპის მხრიდან არსებობს მყარი მოლოდინი, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიან შეთანხმებას შეასრულებს.
მისი თქმით, ეს არის ნათელი და ცალსახა გზავნილი რუსეთისათვის და სწორედ 8 სექტემბერს მოხდება პირველი შეფასება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე, რამდენად ასრულებს რუსეთი აღიშნულ შეთანხმებას.

http://www.interpressnews.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=100&info_id=239233
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი