↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ჟდესპანი

ჟოზი დიუბე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

leonardo 1 წთ კითხვა 840 0 კომენტარი

წყარო: პრესა.ჯე

ჟოზი დიუბე სკანდალურ განცხადებას აკეთებს

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
ბელგიის სენატის თავმჯდომარის მოადგილემ საერთაშორისო საკითხებში ჟოზი დიუბემ მიხეილ სააკაშვილს ”სამხედრო დამნაშავე” უწოდა.

- ”სააკაშვილი, რომელიც პასუხისმგებელია არსებულ სიტუაციაზე, სამხედრო დამნაშავე და ამასთან ერთად სრულიად შეშლილია. სწორედ ასეთი უნდა მიიღოს იგი ყველამ” – აცხადებს სენატორი ბელგიურ გაზეთ ”სუარისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისი აზრით, ”რუსეთის რეაქცია მოსალოდნელი იყო და კიდევ ერთხელ დაადასტურა პრინციპი ”ძალადობა წარმოშობს ძალადობას”, მთელი პასუხისმგებლობა კი მომხდარზე მიხეილ სააკაშვილს ეკისრება”.

სენატორის მტკიცებით, ”მიხეილ სააკაშვილის ეს აგრესია წინასწარ იყო დაგეგმილი”.

- ”ამას მოწმობს ისრაელიდან და ევროკავშირიდან მოწოდებული დიდი რაოდენობით იარაღი, ასევე ამერიკისა და ისრაელის მრავალრიცხოვანი სამხედრო მრჩევლების საქართველოში ყოფნა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველები შეაფასებენ იმ უბედურების ხარისხს, რომელშიც ისინი მიხეილ სააკაშვილის სისხლიანმა ავანტიურიზმმა ჩაითრია და დემოკრატიული გზით შცვლიან ხელისუფლებას” – აცხადებს დიუბე.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3825
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი