↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Რდესპანი

რუსეთის პასუხი: დიპლომატიური კონტრშეტევა

leonardo 3 წთ კითხვა 806 0 კომენტარი
Presa.ge

რუსეთის პასუხი: დიპლომატიური კონტრშეტევა

[ნიკა ასლანიძე]
საქართველოს “დიპლომატიური ქიშის” შემდეგ რუსეთი კონტრზომებზე ღრმად ჩაფიქრდა. ამჟამად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ საქართველოს მიერ გაგზავნილ ნოტას სწავლობს და ემზადება ნაბიჯისათვის, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ გაატარებს.

- “რუსულმა მხარემ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ნოტა უკვე მიიღო. სანამ საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტდა, ამ ნაბიჯის შედეგებზე უნდა დაფიქრებულიყო”, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ.

პრინციპში რუსეთს პირველი სვლები უკვე მოფიქრებულიც აქვს და წამოწყებულიც. დიპ.ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, რუსეთმა, შესაძლოა, გადახედოს მოქალაქეების ურთიერთმგზავრობის რეჟიმს.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი