"წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა ცხინვალიდან ათამდე მძევალი გამოიყვანეს
"წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა ცხინვალიდან ათამდე მძევალი გამოიყვანეს
"წითელი ჯვრის" ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ ცხინვალიდან ათამდე მძევალი გამოიყვანეს.მძევლებს შორის, ძირითადად, ქალები და მამაკაცები არიან. საბედნიეროდ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს ცხინვალში მძევალთა შორის მცირეწლოვანი ბავშვები არ უნახავთ.
ყოფილი მძევლები შეიარაღებული დაპირისპირების პერიოდში ცხინვალში იმყოფებოდნენ და ისინი მძევლებად აღმოჩნდნენ. ზოგი მათგანი ცხინვალში მუშაობდა, ზოგი კი ნათესავთან იმყოფებოდა.
"წითელმა ჯვარმა" გათავისუფლებული მძევლები კარალეთის საგუშაგოზე ქართველ ძალოვანებს გადასცა. თავდაპირველად ყოფილი მძევლები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს, შემდეგ კი თბილისში დასაკითხად გადაიყვანეს.
მძევლებს სხეულზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ ემჩნევათ. "წითელი ჯვრის" ორგანიზაციის წარმომადგენლებს პრესასთან არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ. პრესასთან ურთიერთობის საშუალება არ მიეცათ ცხინვალიდან გამოყვანილ ყოფილ მძევლებს.
ჯერჯერობით უცნობია კვლავ იმყოფებიან თუ არა ცხინვალში ქართველი მძევლები. ოფიციალური წყაროები ამის თაობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა არაოფიციალური წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ათეულობით მძევალი ამ დროისათვის ცხინვალში კვლავ რჩება.
www.InterPressNews.ge