↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ედესპანი

ედუარდ კოკოითი – საქართველოს სამხედრო რიტორიკის მიუხედავად მის შემადგენლობაში აღარასოდეს ვიქნებით

pikaso22 1 წთ კითხვა 610 0 კომენტარი

ედუარდ კოკოითი – საქართველოს სამხედრო რიტორიკის მიუხედავად მის შემადგენლობაში აღარასოდეს ვიქნებით

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, საქართველოს სამხედრო რიტორიკის მიუხედავად სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში აღარასოდეს დაბრუნდება.
როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ეს განცხადება კოკოითმა დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც აფხაზ კოლეგა სერგეი ბაღაფშთან ერთად მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს შეხვდა.
"ჩვენმა ხალხებმა გზა უკვე აირჩიეს – ჩვენ აღარასოდეს ვიქნებით საქართველოს შემადგენლობაში. სანამ სამხრეთ ოსეთი სოციალური პრობლემების გადაჭრას ცდილობდა, ჩვენი მეზობლები, მხედველობაში საქართველო მაქვს, ოკეანის გაღმიდან მოსული ტრანშების, ე.წ. დონორთა დახმარების გამოყენებით, სამხედრო ბაზებს აშენებდა", - განაცხადა კოკოითმა.
კოკოითის თქმით, სამხრეთ ოსეთი არ ითანამშრომლებს ბარბაროსებთან და წინსვლას განაგრძობს.

www.interPressnews.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი