↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Კდესპანი

კარვები წვიმაში

pikaso22 6 წთ კითხვა 767 0 კომენტარი

რამდენიმე დღეში ისტორია რამდენიმეჯერ შეიცვალა. გორი, რომელშიც 50 000 - მდე ადამიანი ცხოვრობდა მოსახლეობისგან ჯერ მთლიანად დაცარიელდა, მერე კი ლამის რაც იყო იყო ორი იმხელა გახდა. ცენტრთან ახლოს გაშლილ მინდორზე ერთბაშად ათასობით ადამიანისთვის გაშალეს კარვები და შიგ ის ხალხი შეასახლეს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დევნილი გახდა.

აქ უკვე თავისი გზები და უბნებია. არის კარვები, სადაც ცხოვრობენ და კარვები, რომლებშიც პუნქტებია გახსნილი. რომელს რა დანიშნულება აქვს, ამის გაგება მარტივად შეიძლება, თუ კარავთან რიგი დგას, ესე იგი იქ რაღაცას არიგებენ, ან აღწერაა, ან რამე ამდაგვარი. არის კარვები მდიდრული და ისე რა. ისერაში ლეიბები ძირს ყრია, მდიდრულში - საწოლები აქვთ, ზოგან ტელევიზორიც. ეს იმისდა მიხედვით, ვის რითი დაეხმარნენ, ვინ უფულოდ გამოიქცა, ვინ - ცოტა წამოიღო.

ბევრი კარავი ჯერ კიდევ ცარიელია, აქ ის დევნილები უნდა გადმოიყვანონ, რომლებიც თბილისა და საქართველოს სხვა რაიონებში არიან შესახლებულები. სასწავლო პროცესი მალე უნდა დაიწყოს, სკოლებში კი ისევ ხალხია. თბილისში უკვე გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან მიდიან და ეუნებიან, დროზე წადით გორში, მერე მაინც წასასვლელი გაგიხდებათო. დევნილებს ნორმალურად არც საკვები აქვთ, ესეც საბოლოოდ იმას ემსახურება, რომ, ხალხი თანდათან გორის კარვებში გადაბარგდეს. არჩევანი მწირია: ან სკოლაში მერხებზე ძილი და ამერიკული, უცნაური პროდუქტების ჭამა, ან ხაკისფერი ბრეზენტი თავს ზემოთ - აქ საჭმელი აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ მიწაზე ძინავთ. ,,მწერები დადიან და ბავშვებს ეშინიათ“, - მითხრეს ერთ კარავში - ,,წვიმას თუ ატარებს? არ ვიცით, ჯერ არ უწვიმია, მაგრამ ღამე ძალიან ცივა“.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი