↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Რდესპანი

რუსეთს გარიყული ქვეყნებიც კი გაურბიან

pikaso22 3 წთ კითხვა 544 0 კომენტარი

რუსეთს გარიყული ქვეყნებიც კი გაურბიან

[თემურ დოლიძე]
ხუთშაბათს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ტურნე დაასრულა, რუსეთის ”უკანონო” ქმედებები გააკრიტიკა, ხოლო საქართველოს მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ”აი, მოსკოვის მხარდაჭერას კი ისეთი ”გარიყული ქვეყნებიც” კი არ ცდილობენ, რომლებიც ამავე დროს რუსეთის ძველი მოკავშირეები არიან, როგორიცაა მაგალითად ბელორუსი”, - წერს უცხოური პრესა. თავისი პატარა გამარჯვებით გაამაყებული რუსეთი ნიკარაგუასა და ”ჰამასის” კამპანიის ამარა დარჩა. ადრე თუ გვიან კრემლს მოუწევს ღრუბლებიდან დაშვება - ფიქრობენ დასავლელი ანალიტიკოსები.

”დიკ ჩეინიმ კონფლიქტის ცეცხლს საწვავი შეუნთო, - წერს Corriere della Sera - თბილისში ჩამოსულს ბუნდოვანი საუბარი არ დაუწყია”.

- ”საქართველოს საზღვრების შეცვლის მცდელობისას რუსეთის, როგორც პარტნიორის, სანდოობაში ეჭვი უნდა შევიტანოთ და არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხში, არამედ სისტემურად” - თქვა მან.

”მართალია, ჩეინის უფლებამოსილების დრო იწურება, მაგრამ ჯერ-ჯერობით მის უკან ამერიკა დგას და მის სიტყვასაც კვლავ დიდი წონა აქვს. მსგავსი მკვეთრი განცხადებები, შესაძლოა ამართლებდეს კიდევაც ვლადიმერ პუტინის მკვეთრ თავდასხმებს თეთრ სახლზე” - აღიარებს გამოცემა.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი