↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Დდესპანი

დიმიტრი მედვედევი – ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ძმური გრძნობები გვაქვს

pikaso22 1 წთ კითხვა 1212 0 კომენტარი

დიმიტრი მედვედევი – ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ძმური გრძნობები გვაქვს

რუსი ხალხის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არ შეცვლილა და კვლავ თბილი და ძმურია. ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
"მეტსაც ვიტყვი – ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ახლაც ძმური გრძნობები გვაქვს, ამას ვერაფერი შეარყევდა", - განაცხადა მედვედევმა დღეს მოსკოვში ახალი სადგურის - "სლავიანსკი ბულვარის" გახსნის ცერემონიაზე მას შემდეგ, რაც ქართველების მიმართ თბილ დამოკიდებულებაზე მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ისაუბრა.
ლუჟკოვმა სინანული გამოთქვა საქართველო-რუსეთის დაპირისპირების გამო.
"ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მოულოდნელად უთანხმოება მოხდა, მაგრამ უთანხმოება მხოლოდ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებისგან მოდის. გავა დრო და ჩვენ კვლავ მხოლოდ ძმური განცდები გვექნება", - განაცხადა ლუჟკოვმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა, რომ სამშენებლო ბრიგადა, რომელმაც ახალი მეტროსადგური ააშენა, ინტერნაციონალურია და ბრიგადაში ბევრი ქართველი მუშაობს – მათ შორის მთავარი ინჟინერი, გენერალური დირექტორი და მაღაროს უფროსი.

www.InterPressNews.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი