ამერიკამ რუსეთისთვის კიდევ ერთი სანქცია შეიმუშავა
ამერიკამ რუსეთისთვის კიდევ ერთი სანქცია შეიმუშავა
მართალია, ევროპა ისევ ფრთხილ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან მიმართებაში და სადამსჯელო ოპერაციებისა და სანქციების გატარებას, ისევ რუსი სამშვიდობოების ეუთოს სადამკვირებლო მისიით ჩანაცვლებას ამჯობინებს, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს მთავარი მოკავშირე მკვეთრ განცხადებებს არ სჯერდება.თეთრი სახლი მზადაა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიდან გამოიწვიოს ”შეთანხმება რუსეთთან ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ”. ამის შესახებ განცხადებას უკვე აშშ-ს ოფიციალური პირები აკეთებენ.
ამ განხეთქილების ინიციატორები არ მალავენ, რომ ვაშინგტონში განსახილველი ნაბიჯი მოსკოვისთვის ერთგვარი სასჯელი იქნება ”საშინაო საომარი პოლიტიკის” გამო. თუმცა, კონდოლიზა რაისი უფრო დიპლომატიურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ახლა ამის დრო არ არის.
აშშ-ს ადმინისტრაცია კი იმუქრება კონგრესიდან იმ შეთანხმების გამოწვევით, რუსეთთან სამოქალაქო ბირთვული ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით თანამშრომლობას რომ ითვალისწინებს.
- ”ცხადია, რომ მრავალტანჯული დოკუმენტის ჩაშლა, რომელსაც ხელი 4 თვის წინ მოეწერა, ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიერ თბილისის მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე პასუხი იქნება” - წერს სააგენტო ”ფრანსპრესი”.
მისივე ინფორმაციით, მაისის თვეში დადებული ჩარჩო-ხელშეკრულების შეთანხმება, მშვიდობიანი ატომის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ექსპერტებისათვის ისტორიული მნიშვნელობის და ორივე ქვეყნისათვის ძალზე მომგებიან მოვლენას წარმოადგენდა.
მასზე ხელმოწერა არა მარტო ამ ორი ქვეყნის ატომური კომპანიების თამანშრომლობის საფუძველს ქმნიდა, არამედ ამ იარაღის მთელს მსოფლიოში გავრცელების შემცირებასაც შეუწყობდა ხელს.
როგორც ექსპერტები აღნიშნავდნენ, დოკუმენტი რუსეთს უხსნიდა შესაძლებლობას, ისეთ მომგებიან სფეროში მიახლოვებოდა მსოფლიო ლიდერობას, როგორიცაა დამუშავებული ბირთვეული საწვავის შენახვა, რომლის მნიშვნელოვან რაოდენობაზე კონტროლი ამერიკის ხელშია.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3856