სუპერბირთვული სახელმწიფოები საქართველოთი ვაჭრობენ
სუპერბირთვული სახელმწიფოები საქართველოთი ვაჭრობენ
[გაზეთი ”კომერსანტი”]
”კომერსანტი” რუსეთ-საქართველოს ომსა და მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებაზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
ეს იყო ომი, რომლის გამომწვევ მიზეზებზეც ათასგვარი ვერსია ვრცელდება. რა მოხდა სინამდვილეში?
- ამ ყველაფრის გასარკვევად შევქმენით 28-კაციანი ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც მთელი თვეა, მუშაობს. ეს არის ყოველგვარი პოლიტიკური და პარტიული ვალდებულებებისაგან თავისუფალი ანტიკრიზისული ჯგუფი. პირველი სამუშაო შეხვედრა ომბუდსმენის ოფისში გაიმართა. ამ დროისთვის უკვე არსებობს დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი. ერთი კვირის შემდეგ უკვე შევძლებთ ამ საკითხებზე თავისუფლად საუბარს. სათქმელი მართლაც ბევრი მაქვს - ცხადია, რაც მოხდა, სიურპრიზი არავისთვის ყოფილა. თუმცა მან, ვისთვისაც ეს შედეგი სიურპრიზი აღმოჩნდა, სულ მცირე, სამხედრო ოპერაციების დაგრგმვასა და განხორციელებაში საკუთარი უმეცრება უნდა აღიაროს.
დღეს რუსეთის მწვავე კრიტიკასა და მუქარას არავინ ერიდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთ-საქართველოს ომი მთელი მსოფლიოსთვის ხელსაყრელ დროს დაიწყო. ჰგავს თუ არა ეს ყველაფერი მსოფლიოში ხელახალი გადანაწილების პროცესის დაწყებას? აღარაფერს ვამბობ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ მისწრაფებებზე. რაც მთვარია, მსოფლიოში არსებობს სეპარატიზმის სხვადასხვაგვარი გამოხატულება, როგორც ტიბეტის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, ასევე, ბასკების ტერორისტული ფორმები. ასე რომ, მსოფლიო ძალზე დიდი საფრთხის წინაშე დგას და თუ რუსეთის ქმედება რეაგირების საფუძველი არ გახდება, ყველაფერს უნდა ველოდეთ მთელი იმ საშინელი პერსპექტივის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მოხდეს დედამიწაზე. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი? რაკი ამ კონფლიქტის შემდეგ ვიღაცას გარკვეული უპირატესობა ერგო, მაინცდამაინც ის უნდა ყოფილიყო დამგეგმავი. ვფიქრობ, კონფლიქტში ჩართული ორივე მხარე დაზარალებულია, თუმცა საომარ მოქმედებაში ვინ არის მოგებული და ვინ წაგებული, ამ ფაქტის არაადეკვატური ინტერპრეტაცია მხოლოდ ქართულ ცნობიერებასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას აზიანებს. ბევრს ლაპარაკობენ შავი და კასპიის ზღვის ენერგოპროექტებზე. რამდენად შეიძლებოდა ყოფილიყო აზიის ნავთობზე გავლენის მოპოვება ამ კონფლიქტის დაწყების მიზეზი? ეს გახლავთ რუსეთისა და საქართველოს ერთმანეთთან, როგორც თანაბარუფლებიანი სახელმწიფოების ურთიერეთობის სრული გამოუცდელობის ნიმუში. რუსული მენტალიტეტი და რუსული გენი დღესაც აღიქვამს საქართველოს, როგორც მისი უზარმაზარი ტერიტორიის განაპირა რეგიონს და მასთან, როგორც სახელმწიფოსთან თანაბარი უფლებებით ურთიერეთობა, მისი ცნობიერებისთვის უცხოა. ეს მათი ტრაგედიაა, რომელიც მათი მეზობლების ბედსაც ტრაგიკულს ხდის. ჩემი აზრით, აქ არის ძაღლის თავი დამარხული და ცხადია, რუსებს ამის გაცნობიერება არ აწყობთ. დღეს, როცა უკვე დუგინი გახდა რუსეთის მთავარი იდეოლოგი და უკრაინის გასაყოფად და მისი აღმოსავლეთ ნაწილის დასაპყრობად, საზოგადოებრივ აზრს ამზადებს, ცხადია, მსოფლიოს რუსეთის გამოსაწორებლად არა ახალ-ახალი თარიღების დანიშვნა, არამედ, დაუყოვნებლივ რეაგირება მოუწევს. რამდენად რეალურია რუსეთის შეჩერება? თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს ქვეყანა ამდენს ვერ გაუძლებს და დაშლის პროცესები დაიწყება. სხვა ქვეყნებიც ვერ აცნობიერებენ, რა ხდება და ეს რისთვის კეთდება? საქართველოს მხოლოდ ერთადერთი ვექტორი შეიძლება ჰქონდეს და ეს დასავლეთია. უფრო მეტიც, ქართულ ეკონომიკაში გამოხატული რეალური ჩრდილოეთის ვექტორი, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის შიდა ინტერესებისაკენ უნდა შემობრუნდეს. ადამიანი, რომელიც გაშმაგებით მიმართთავდა ამ ვექტორს ჩრდილოეთისკენ და გზას უხსნიდა რუსულ კაპტალს, უპირატესად, სახელმწიფო კაპიტალს, ბატონი ბენდუქიძე საქართველოს სახელით არა სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს უნდა ესაუბრებოდეს, არამედ, წინ გამომძიებელი ეჯდეს და ჩვენებას ართმევდეს. დასავლეთი მზადაა, საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად ფულადი დახმარება გაუწიოს. ჩვენი მთავრობა ამ რესურსებს სწორად გამოიყენებს? - მედვედევმა გააკეთა განცხადება, რომ ის არ ცნობს სააკაშვილს, რადგან საქართველოს პრეზიდენტი უკვე არის პოლიტიკური გვამი. რამდენად ადეკვატურია, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების შანსი გაჩნდეს? ვერ გავიზიარებ ზოგიერთი ჩემი კოლეგის მოსაზრებას, რომ უარი უნდა ვთქვათ ნატოზე. განვლილი წლის განმავლობაში ქართულ-რუსული ურთიერთობების არც ერთ დონეზე რუსეთის მხრიდან ჩურჩულით მაინც არ თქმულა, რომ თუ არ წავალთ ნატოსკენ, არ წავალთ დასავლეთისკენ, მაშინ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი მოგვარდება. ამიტომ, ვიდრე რუსეთის მხრიდან საამისოდ რეალური სიტუაცია არ შეიქმნება, რაიმენაირ დათმობაზე ნუ ვისაუბრებთ. ყველაფერი მხოლოდ უსაფუძლო იმედებით საკუთარი თავის კვება იქნება. დიკ ჩეინის ვიზიტის შემდეგ აშშ-ს პრერზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველო და უკრაინა ღირსია, მაპის წევრობა მიიღონ. რას ნიშნავდა აშშ-ს რუხი კარდინალის აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტი, და შემდეგ ბუშის ეს განცხადება? სხვა ლოგიკა ამ ორი ქვეყნისთვის მაპის მკუთვნებას არ გააჩნია. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ნატომ დათმოს საკუთარი პრინციპი და წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამერიკის მკვეთრი გაცხადებების მიუხედავად, რუსეთი გაშმაგებით მუშაობს კონფლიქტების ახალი კერების შექმნაზე. რაზე შეიძლება ვაჭრობდეს ეს ორი ქვეყანა? რამდენად არსებობს ბერკეტები, რომ ევროპამ და აშშ-მ რუსეთი, ბანალურად რომ ვთქვათ, ”აზრზე მოიყვანონ”? როგორი შემოდგომა ექნება საქართველოს? საუბარია საქართველოში წამოსასვლელ მილიარდებზე. ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ სიტუაციით ბევრი ისარგებლებს და არა მხოლოდ საქართველოში, ფული გასარეცხად იმოძრავებს? |
