↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Გდესპანი

გორში ეპიდემიის საშიშროება არსებობს

pikaso22 4 წთ კითხვა 665 0 კომენტარი

გორში ეპიდემიის საშიშროება არსებობს

[საბა წიწიკაშვილი, გორი]
დღე სიცხე, ღამე სიცივე... დევნილობა ზუსტად ერთი თვის შემდეგ... ახლა 8 სექტემბერია. 8 აგვისტოს 80-ზე მეტი სოფლიდან ხალხი გამორბოდა. პირველ დღეებში მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. გადარჩენილი ხალხი დღეს ნელ-ნელა უფიქრდება რეალობას. იმას თუ რა იქნება დღეს და რა იქნება ხვალ. ხვალ, როდესაც მამა-პაპურ მიწას ჯერ ვერ ნახავს და შესაძლოა ეს ”ადაგილნაცვალობა” ისევ იმდენი წელი გაგრძელდეს, რამდენი წელიც 1992 წლიდან გავიდა.

დღეს სხვა პრობლემებმა იჩინა თავი. ეპიდემიის საშიშროება რეალურად არსებობს. მოსახლეობა ჰიგიენურ კრიზისზე საუბრობს. არც საპონი, არც შამპუნი, არც საჭმელი, არც ცხელი წყალი... მოკლედ ”კარვების ქალაქი” ხელისუფლებას მხოლოდ საძილე კარავი ჰგონია. ის ხალხი, ვინც ტყვია-წამალს გადაურჩა, ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში მასიური დაავადებებს ელის.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი