↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Იდესპანი

ირაკლი მენაღარიშვილი - ევროკავშირმა პრინციპულობა გამოამჟღავნა, მაგრამ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რ

pikaso22 6 წთ კითხვა 1054 0 კომენტარი

ირაკლი მენაღარიშვილი - ევროკავშირმა პრინციპულობა გამოამჟღავნა, მაგრამ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ რუსეთის მხრიდან ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის

რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესიის შემდეგ, საქართველოში არსებული ვითარების საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებში მოსაქცევად, ევროკავშირსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების ავკარგიანობაზე, "ინტერპრესნიუსი" საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრა.

_ ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებდით ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოსკოვში დასრულებულ მოლაპარაკებების შედეგებს და ამ მოლაპარაკებების შედეგად 8 სექტემბერს მიღწეულ ხელშეკრულებას, რომელიც თბილისში საფრანგეთისა და ევროკავშირის მოქმედემა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ჩამოიტანა?
_ ვფიქრობ, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები და მისი შედეგი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. შექმნილი სიტუაციის შემდგომი გაგრძელება კარგს არაფერს უქადდა არც საქართველოს და არც რეგიონის სტაბილურობას. ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას შექმნილი ვითარების ჩიხიდან რეალურად გამოყვანის შესახებ.
არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთის მხრიდან ყველაფერი უპრობლემოდ ჩაივლის. მე არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმების შეუსრულებლობისათვის რუსები რაღაც მიზეზს ისევ მოძებნიან და მის შესასრულებლად ფეხს აითრევენ, მაგრამ მე აქ სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი მაქვს.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი