კომენტარებში ერთმანეთის ლანღვა, წყევლა და ცილისწამება აკრძალულია
კომენტარებში ერთმანეთის ლანღვა, წყევლა და ცილისწამება აკრძალულია
მოგვდის უამრავი წერილები და მოთხოვნები, ზოგი მთავრობის მომხრეა ზოგი მოწინააღმდეგე, ზოგი კიდევ ნეიტრალურად არის განწყობილი და უბრალოდ მოსწონს ანალიტიკური კომენტარების კითხვა, მაგრამ უკვე შეწუხებულია იმით რომ ამ ბოლო დროს კომენტარის ავტორები ერთმანეთს სასტიკად ლანძღავებ,წყევლიან და ამასთან ერთად წამებენ ცილს ამერიკის, რუსეთის, იზრაელის და ასე შემდეგ აგენტურობაში, ეს თთქმის შეუძლებელს ხდის მუშაობას და ამ სიტუაციის კონტროლს.ხომ ხედავთ არავის არ გიშლით, რომ იყოთ ან ოპოზიციონერი, ან პოზიციონერი და რომ გქონდეთ თქვენი საკუთარი აზრი, თუნდაც ეს თქვენი აზრი რადიკალურად განსხვავდებოდეს ჩვენი აზრისგან, ყველას გაქვთ უფლება რომ გამოხატოთ თქვენი მოსაზრება, მაგრამ ძალიან გთხოვთ, მოვერიდოთ ერთმანეთის ლანღვა-გინებას, წყევლას და ცილისწამებას, გასაგებია რომ ყველას ნერვები გვაქვს მოშლილი, მაგრამ ლანძღვა-გინებით მაგას ვერ გამოვასწორებთ, მეტსაც ვიტყვი ჯანსაღი ანალიზით და წყნარი აზრების გაცვლით უნდა მიმდინარეობდეს ანალიტიკური პაექრობა.
არავის ეწყინოს!!! ვინც რამოდენიმე გაფრთხილების შემდეეგ განაგრძობს ისევე ჩვენი თხოვნის უარყოფას, ჩვენ იძულებული ვიქნებით მას კომენტარების გაკეთების უფლება ჩამოვართვათ.
