↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

საჩხერის რაიონიდან გატაცებული ქართველების ახლობლებმა მიხეილ მაჭავარიანის კაბინეტი უკომენტაროდ დატოვე

pikaso22 1 წთ კითხვა 508 0 კომენტარი

საჩხერის რაიონიდან გატაცებული ქართველების ახლობლებმა მიხეილ მაჭავარიანის კაბინეტი უკომენტაროდ დატოვეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის კაბინეტი საჩხერის რაიონის სოფელ სპეთიდან 13 დღის წინ გატაცებული ახალგაზრდების ახლობლებმა უკომენტაროდ დატოვეს. ჟურნალისტებისათვის კომენტარის გაკეთება არც მიხეილ მაჭავარიანმა ისურვა. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. როგორც ცნობილია, ოსმა ბოევიკებმა საჩხერის რაიონიდან იმედა ტაბატაძე, ანდრო ქიმაძე, რომან ქიმაძე და გია გელაშვილი 30 აგვისტოს გაიტაცეს. მათი ახლობლები და ოჯახის წევრები დილიდან პარლამენტთან შეიკრიბენ და კატეგორიულად მოითხოვდნენ გივი თარგამაძესთან შეხვედრას, რომელიც დაღუპულთა და უგზოუკლოდ დაკარგულთა დროებით კომისიას ხელმძღვანელობს. დილით "პირველთან" საუბარში მათ განაცხადეს, რომ ოსური ბანდ-ფორმირებების წარმომადგენლები ოჯახებს უკავშირდებიან და კატეგორიულად მოითხოვენ, მოხდეს გატაცებული ქართველების გაცვლა მარეკ დუდაევში. თუმცა დღის ბოლოს მათ მარეკ დუდაევთან დაკავშირებით ოსი ბოევიკების ულტიმატუმზე საუბრისგან თავი შეიკავეს და მაჭავარიანის კაბინეტიც უკომენტაროდ დატოვეს.
წყარო:საინფორმაცოი სააგენტო პირველი.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი