შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
დიმიტრი მედვედევი: "რუსეთისთვის 8 აგვისტო თითქმის იგივეა, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის - 11 სექტემბერი"
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის 11 სექტემბრის ტერაქტი და "8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ ჩატარებული საომარი აქცია" ერთმანეთს შეადარა."რუსეთისთვის 2008 წლის 8 აგვისტო თითქმის იგივეა, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის - 2001 წლის 11 სექტემბერი", - განაცხადა მედვედევმა. ეს შედარება რუსეთის პრეზიდენტმა დღეს საერთაშორისი სადისკუსიო კლუბის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. "ეს აბსოლუტურად ზუსტი შედარებაა, რუსული რეალიების გათვალისწინებით. 11 სექტემბრიდან კაცობრიობამ ბევრი გაკვეთილი გამოიტანა, სასურველი იქნებოდა, რომ მსოფლიოს 8 აგვისტოდანაც გამოეტანა გაკვეთილები", - განაცხადა მედვედევმა. ამასთან, მისი თქმით, "მსოფლიოს უსაფრთხოება ყველა კონსტრუქციული ძალის სერიოზულ ჩარევას ითხოვს, - სხვაგვარად არავინ არის დაზღვეული, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "შიფერი არ დაუცურდება" და იგივეს არ გაიმეორებს, რაც უკვე გააკეთა".