რუსული როკ-ჯგუფი ДДТ საქართველოში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო კონცერტს გამართავს

ბოლო დროს რუსული მედია ქართულ-რუსული ომის შესახებ კულტურის წარმომადგენლებთან აქტიურად საუბრობს. ყველაფერი ეს კი მაშინ დაიწყო, როცა ბუბა კიკაბიძემ მედვედევისგან ბოძებული რუსული ფედერაციის მეგობრობის სიგელზე უარი განაცხადა და, ნანი ბრეგვაძის მსგავსად, რუსეთში დაგეგმილი ყველა კონცერტი მოხსნა.24 სექტემბერს მოსკოვში, სპორტ-კომპლექს “ოლიმპიურში”, 26-ში კი სანკტ-პეტერბურგში, რუსული როკ-ჯგუფი ДДТ წარმოადგენს საკონცერტო პროგრამას _ “არ ისროლო”. იური შევჩუკის ჯგუფმა, თავის დროზე, კა-გე-ბე-ს სისხლი გაუშრო. პროტესტი ამ ჯგუფში, როგორც ჩანს, ისეთივე აქტუალურია, როგორც აქციის სლოგანად ქცეული მათი პირველი ჰიტი _ “არ ისროლო”.
ჯგუფი ДДТ-ს ზემოხსენებული მიზანი მსოფლიო საზოგადოებისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენებისადმი მუსიკოსების დამოკიდებულების დემონსტრირებაა. ДДТ აცხადებს, რომ “ღმერთმა ადამიანი მშვიდობისათვის შექმნა და არა _ ომისთვის!”
“დღევანდელ კონფლიქტს საკუთარ ტრაგედიად აღვიქვამ. სამწუხაროდ, ბოროტება ხშირად იმარჯვებს. ჩვენ ქსენოფობიისა და ნაციზმის წინააღმდეგნი ვართ. ვგმობთ ბოლოდროინდელ მოვლენებს და სწორედ ამაზე გვინდა ვისაუბროთ, _ აცხადებს ჯგუფის ლიდერი იური შევჩუკი, _ ჩვენ ვერ დავუშვებთ საერთო ნაციონალური კონფიქტების გაბერვას, საითკენაც პოლიტიკოსებს მივყავართ. ამ აქციით ჩვენ ვაცხადებთ, რომ მშვიდობა ომზე უკეთესია!"
ამ ეტაპზე კონცერტის კონცეფცია ჯერ კიდევ მუშავდება. იური შევჩუკი ღონისძიებაში მეგობარი მუსიკიოსების მოწვევასაც აპირებს, მათი სახელები ცნობილი მოგვიანებით გახდება. კონცერტებიდან შემოსული თანხის ნაწილი გაეგზავნება იმ ხალხს, ვინც საომარი ვითარებების გამო დაზარალდა. 2008 წელს ეს ДДТ-ს ბოლო საკონცერტო გამოსვლა იქნება. საქართველოდან ღონისძიებაში მონაწილეობას მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი “ინსაითი” მიიღებს. სხვათა შორის, მათ რუსეთში დაგეგმილი რამდენიმე კონცერტი გააუქმეს, მიუხედავად ამისა, მსმენელი ბილეთებს არ აბრუნებს და ნინოს ელოდება. ქათამაძის განცხადებით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობას აფხაზი და ოსი მუსიკოსებიც მიიღებენ.
ცნობისათვის, ჯგუფი ДДТ 1980 წლის ზაფხულში, ქალაქ უფაში შეიქმნა. მაშინ, როდესაც დიპლომირებულმა მხატვარმა და დამწყებმა პოეტმა იური შევჩუკმა ოთხი ახალგაზრდა მუსიკოსი გაიცნო. მას შემდეგ, ჯგუფის შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა და უწყინარი აბრევიატურა ДДТ - "Дом Детского Творчества" კა-გე-ბე-სა და პარტიულების კოშმარად იქცა. ჯგუფი მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე პოპულარულ რუსულ როკ-ჯგუფად.
მომავალში ჯგუფმა შემადგენლობა ბევრჯერ შეიცვალა, ასევე, იცვლებოდა ადგილმდებარეობაც და ურთიერთობაც ხელისუფლებასთან. მაგრამ, როგორც შევჩუკი აცხადებს, ისინი არასოდეს ყოფილან პოლიტიკურები და სამოქალაქო ვალს ყოველთვის პირნათლად იხდიდნენ.
1982 წელს ჯგუფმა კონკურსზე _ “ოქროს კამერტონი” სიმღერისთვის _ “არ ისროლო” მთავარი პრიზი მიიღო, ცოტა ხანში პირველი სოლო კონცერტიც გამართა, სადაც პარტიული “შიშკები” გაგონილითა და ნანახით შოკში ჩავარდნენ, მაყურებელმა კი ჯგუფი უფრო მეტად შეიყვარა, ხალხის სიყვარულის პარალელურად, იზრდებოდა კომუნისტური ელიტისა და ორგანოების ანტიპათია. ამ კონცერტის შემდეგ, ჯგუფის ალბომები აკრძალეს. ჯგუფმა მოღვაწეობა იატაკქვეშეთში გააგრძელა.
1983 წელს ტელევიზიით გაშუქდა ფესტივალი “როკი მშვიდობისათვის”, საიდანაც ДДТ-ს საკონცერტო ნომერი ამოჭრეს.
მეორე, კლასიკად შეფასებული ალბომი _ “პერიფერია” გამოსვლის შემდეგ კომუნისტურმა პრესამ ჯგუფი ასე შეაფასა: “ვატიკანის აგენტები, უსაქმურების ბრბო~.
შედეგი კი შემდეგი იყო: გაიზარდა ხალხის სიმპათია და გაასმაგდა ორგანოების ანტიპათია და ყურადღება. შევჩუკი, რომელსაც მოუჭრეს მუშაობისა და უბრალოდ არსებობის ყველა გზა, იძულებული გახდა, დაეტოვებინა უფა და გადასულიყო სვერდლოვსკში, სადაც ადგილობრივ ჯგუფთან, "Урфин Джюс" თანამშრომლობდა, 1985 წელს კი მოღვაწეობა მოსკოვში გააგრძელა. იმავე წლის მარტში, ლენინგრადში პირველი კონცერტი გამართა, სერგეი რიჟკოვთან ერთად კი საერთო, აკუსტიკური ალბომი _ "Москва. Жара." ჩაწერა. შემდეგ ალბომი _ "Время"-ც გამოუშვა.
შემოდგომით, დიდხნიანი მოსმენების შემდეგ, ДДТ-ს ახალი შემადგენლობა შეკრიბა.
ჯგუფმა ძალიან ბევრ როკ-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, _ ლენინგრადის მე-5 საერთაშორისო როკ-ფესტივალშიც, რომლითაც ის მასამ გაიცნო. 1988 წელს სიმღერით _ "Я получил эту Роль" ჯგუფმა პოპულარობის პიკს მიაღწია და რაც მთავრია, სიმღერა წლების განმავლობაში საბჭოთა როკ- მოძრაობის ჰიმნად იქცა. ხმის ჩამწერმა სტუდიამ _ “მელოდია” ჯგუფის ამავე სახელწოდების ალბომი ნახრვარ მილიონიანი ტირაჟით გამოუშვა, ჯგუფს კი 15 დოლარი გადაუხადა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ჯგუფმა უცხოეთში გასვლა დაიწყო. ისინი გაემგზავრნენ აშშ-ში, მათი ვიზიტი ლოს-ანჯელესში MTV-იმ გააშუქა.
ამის შემდეგ, ჯგუფი აქტიურ საკონცერტო ცხოვრებას ეწევა, მათ შექმნეს საკუთარი თეატრი და გაუწიეს სხვა როკ-ჯგუფებს დახმარება. დღეს ДДТ რუსეთში ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფია.
1993 წელს მათ კონცერტს სანკტ-პეტერბურის სასახლის მოედანზე 120 000 გულშემატკივარი დაესწრო. 1995 წელს შევჩუკმა ჩეჩნეთში, საომარი მოქმედებების დროს, რუსი სამხედროებისა და ჩეჩნებისათვის რამდენიმე კონცერტი ჩაატრა.
ДДТ-ს 15 წლის საიუბილეო კონცერტზე, პეტროვის სტადიონზე, იმდენი ხალხი შეიკრიბა, რამდენიც დღემდე არც ერთი რუსული ჯგუფის კონცერტს არ დასწრებია.
დღეს ჯგუფის შემადგენლობაში არიან: იური შევჩუკი – სიმღერებისა და ტექსტების ავტორი, ვოკალი, გიტარა და არანჟირება; ალეკსეი ფედიჩევი _ გიტარა; კონსტანტინ “კოტ” სუმაილოვი _ კლავიში, არანჟირება; იგორ “დოცა” დოცენკო – დასარტყამი ინსტრუმენტები. პაველ ბორისოვი – ბასი;Mმიხაილ, “ძია მიშა” ჩერნოვი – საქსოფონი, ფლეიტა; ნიკიტა “ზოლცმანი”, ზაიცევი – ვილოლინო, ალტი, გიტარა; ივან ვასილიევი _ ტრუბა.
“ფაქტი” ღონისძიების პრომო-მენეჯერს, ანნა გუმენიუკს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, იური შევჩუკის გადაწყვეტილებით, კონცერტის დღემდე მონაწილეთა სახელები არ ხმაურდება, სწორედ ამიტომ, ჯგუფის ყველა წევრი მედიასთან ურთიერთობას ამ დროისთვის ერიდება (მაპატიეთ, რომ ეს ამბავი არ დავიჯერე, მით უფრო, რომ ნინო ქათამაძის განცხადებით, რუსული მედია ხელისუფლების შიშით ამ აქციით არც კი დაინტერესებულა, თანაც სანამ კარგად არ გამომკითხა, რატომ მაინტერესებდა აქციის დეტალები, ქალბატონი ანნა შეშინებული მელაპარაკებოდა... _ მ.კ.), თუმცა მონაწილეობას რუსი და ქართველი მუსიკოსების გარდა, აფხაზური და ოსური კოლექტივებიც მიიღებენ.
ანნა გუმენიუკმა “ფაქტს” იური შევჩუკის წერილიც გამოგვიგზავნა, რომლის სრულ ვარიანტსაც გთავაზობთ:
“ომით გამოწვეული ნაციათა შორის განხეთქილებისა და გაუგებრობის პირობებში, ჩვენ, ყველამ იძულებული ვართ მივიღოთ “შემოთავაზებული მდგომარეობა” და გავაკეთოთ არჩევანი კარგსა და ცუდს, ჩვენსა და სხვის, თეთრსა და შავს შორის. ომი აბრმავებს, იმანჭება, ატრიალებს პირუკუღმა სიმართლეს, გვიბიძგებს გაუაზრებელი ნაბიჯებისკენ, რომელთა გამოსწორებაც, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია...
სწორედ ომმა საქართველოსა და რუსეთს შორის, იძულებული გახადა ბევრი მუსიკოსი “გაეკეთებინა არჩევანი”, გაეთავისებინა რომელიმე მხარის პოზიცია, რაც ნიშნავს ამოშლას, უარყოფას და სიჩუმეს, მეორე ნაწილისთვის კი, ისევე როგორც ДДТ-სთვის, ეს გახდა 24 და 26 სექტემბრის გამოსვლის მიზეზი.
იმიტომ, რომ “ომი – ეს არის ყველაზე ამაზრზენი, რაც შეიძლება მოხდეს ადამიანთა შორის”, ერთადერთი, რაციონალური, ადამიანური წინააღმდეგობის ფორმა არის ის, რომ არ მოვაჩვენოთ თავი უგულოებად. შემოქმედებითობა ყველაფრის დამმორჩილებელი და ყველაზე ძლიერი ძალააა, ის არ ცნობს საზღვრებს და ნაციონალობებს. მუსიკა პოლიტიკურ ტაქტიკასა და საომარ მოქმედებებს მიღმაა, პოეზია სახელმწიფოსთვის კი არ არ იქმნება, არამედ _ ხალხისთვის. სწორედ ასე, შემოქმედებითი გზებით, დიალოგით თანაბართან, გაერთიანებითა და ერთად დგომით, შესაძლებელია გადავლახოთ ის ქაოსი და ვაკუუმი, რომელშიც ხალხს ომი ძირავს. ღმერთმა ადამიანი მშვიდობისათვის შექმნა და არა _ ომისთვის, ყველაფერი დანარჩენი უწმინდურისგან არის შთაგონებული~, _ აცხადებს შევჩუკი.
“ბოლოდროინდელ მოვლენებს კავკასიაში პირად ტრაგედიად აღვიქვამ, ჩვენს ერებს _ რუსებს, ქართველებს და აფხაზებს მრავალსაუკუნოვანი სულიერი კავშირი აქვთ და იმის, რასაც გარკვეული პოლიტიკოსები ქსენოფობიასა და ნაციონალიზმის გაღვივებით არიან დაკავებული და ხალხს ომისკენ უბიძგებენ, ყურება, უბრალოდ, შეუძლებელია. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ვილაპარაკოთ მშვიდობაზე, სიკეთესა და ჩვენი ერების სულიერ ერთობაზე. არ შეიძლება ბოროტებას მივცეთ უფლება დაიმორჩილოს ჩვენი გონება და გულები ამბიციურობის პრიმიტივიზმის რკინის ტორებში.
მშვიდობაზე და არა ომზე ვისაუბრებთ, მშვიდობაზე, რომლის ფასსაც გამსაკუთრებით საომარი მოქმედებების დროს ვხვდებით, თბილ სახლზე, ერთგულ მეგობრებზე, “გმირული პროფესიის ადამიანებზე” და, რა თქმა უნდა, “მშვენიერ სიყვარულზე”.
მაცაცო კევლიშვილი
www.fact.ge