ოკუპანტებმა ფოთი დატოვეს
ოკუპანტებმა ფოთი დატოვეს
[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]დღეს დილის 08.00 საათზე, რუსმა ოკუპანტებმა და ჯავშანტექნიკამ ფოთი დატოვეს. ნაბადის ბლოკსაგუშაგოდან გავიდა ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი და სამი ”ურალის” მარკის ავტომანქანა, რომლებზედაც რუსეთის ფედერაციის დროშები ფრიალებდა.
მათ ტრადიციულად თან გაიყოლეს ”ურალის” მარკის მანქანებით საქართველოდან ნაძარცვი ნივთები, ავეჯი და საოფისე ტექნიკა. 15 წუთის შემდეგ, რუსულმა ჯავშანტექნიკამ წყალგამყოფ ხიდთან, მე-7-ე კილომეტრზე მდებარე კიდე ერთი ბლოკსაგუშაგო დატოვა.
საქართველოდან გასვლისთვის მზადება რუსებმა წუხელ, გვიან ღამით დაიწყეს. საღამოს ნაბადის საგუშაგოზე გასროლის ხმაც ისმოდა. როგორც მოსახლეობამ აღნიშნა, სავარაუდოდ, ნასვამი რუსი ოკუპანტები ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ.
ამ დროისათვის, ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია, რადგან განმნაღმველი სამუშაოები მიმდინარეობს.
ოკუპანტებმა დატოვეს სენაკის რაიონის სოფლები თეკლათი, მენჯი და ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისი. არსებული ინფორმაციით, ისინი ენგურის ხიდის გავლით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადავლენ.
ამ დროისთვის რუსი ოკუნატრები კვლავ რჩებიან ჩხოროწყუს რაიონში, სადაც მათი ბლოკ-საგუშაგოები ჯერაც არ გაუქმებულა.
რუსი ოკუპენტები, როგორც ხელუსფლება ვარაუდობს, გასვლას ამ დღეებში არ აპირებენ. ამას ისიც მოწმობს, რომ გუშინ რუსებმა ბლოკ-საგუშაგოზე რამდენიმე ”კამაზის” მარკის ავტომანქანით გაურკვეველი ნივთები შეიტანეს.
http://presa.ge/index.php?text=news&i=3943