ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ ვაშინგტონი სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას მხარს არასოდეს დაუჭერ
ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილმა იცოდა, რომ ვაშინგტონი სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას მხარს არასოდეს დაუჭერდა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებას ყოველთვის ნათლად აგრძნობინებდა, რომ სამხრეთ ოსეთზე შეიარაღებულ თავდასხმას მხარს არ დაუჭერდა". ამ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს, რომლის ცნობით, ოქრუაშვილმა აღნიშნული განცხადება სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში გააკეთა."2005 წლის მაისში, როდესაც ჩვენ აშშ-ს პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შევხდვით, თეთრ სახლში პირდაპირ გვითხრეს: "არ სცადოთ საომარ კონფრონტაციაში შესვლა. ჩვენ ვერ შევძლებთ სამხედრო დახმარება აღმოგიჩინოთ", - განაცხადა ექს-მინისტრმა. ამასთან, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ ნაწილობრივ პასუხისმგებელია ამ ომზე, რამდენადაც სააკაშვილის სამხედრო ამბიციის შეჩერება ვერ შეძლო. "აშშ-ს მხრიდან კრიტიკის არარსებობამ სააკაშვილს ძალიან შორს წასვლის ნება მისცა", - განაცხადა ოქრუაშვილმა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გადადგეს". თავდაცვის ექს-მინისტრი, რომელიც იანვრიდან პარიზში პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფება, სააგენტოს ცნობით, სამშობლოში დაბრუნებას უმოკლეს დროში გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყებას 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტის გუნდიდან წასვლის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. დევნილობაში მყოფი ოქრუაშვილი ამჟამად ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს.
ირაკლი ოქრუაშვილი: "მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთზე თავდასხმას დიდი ხანია გეგმავდა"
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთზე სამხედრო დარტყმას დიდი ხანია გეგმავდა". ამ ინფორმაციას სააგენტო "რია-ნოვოსტი" ავრცელებს, რომლის ცნობითაც ოქრუაშვილმა ამის შესახებ სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა. "აფხაზეთი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი იყო, თუმცა 2005 წელს ჩვენ შევიმუშავეთ სამხედრო გეგმა როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის დასაკავებლად. გეგმა თავიდან სამხრეთ ოსეთში ორმაგ შეჭრას ითვალისწინებდა, როკის გვირაბისა და ჯავის კონტროლზე აყვანას", - განაცხადა ექს-მინისტრმა. საომარი მოქმედებების კომენტირებისას, ოქრუაშვილმა განაცხადა: "სააკაშვილის შეტევითი ქმედებები მხოლოდ ცხინვალის მიტაცებას ისახავდა მიზნად, რამდენადაც პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ აშშ რუსეთის რეაქციას დიპლომატიური არხებით დაბლოკავდა".შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის უწყებას 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა. სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი პრეზიდენტის გუნდიდან წასვლის შემდეგ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. დევნილობაში მყოფი ოქრუაშვილი ამჟამად ოჯახთან ერთად პარიზში ცხოვრობს.
