პუტინი ამერიკასთან შერიგებას აპირებს
პუტინი ამერიკასთან შერიგებას აპირებს |
| 2008 წლის 14 09, კვირა - 18:47 |
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისაგან შერიგების პირველ ნაბიჯს ელის: “ველოდები, ჩვენს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, თვითონ გააფუჭეს ეს ურთიერთობა და თვითონვე გამოასწორონ”. რაც შეეხება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს, პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ისედაც უზარმაზარი ტერიტორია აქვს და ახალი ტერიტორიების ათვისებას არ აპირებს, –იუწყება სააგენტო “როსბალტი”. |
