სოსო ცისკარიშვილი: შავ ზღვაზე ძალთა ბალანსი ნატოსა და ამერიკის სასარგებლოდაა შეცვლილი!

საქრთველოსთვის, რუსული ინტერვენციის შემდეგ, მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების გარდა, სერიოზულ ნუგეშად ჩაითვალა ევროპის მიერ აგრესორი რუსეთისადმი გამოთქმული მკაცრი შენიშვნები. ყველაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო არენაზე იქნა მიღწეული, ისაა, რომ 15 ოქტომბრამდე საქართველოში არცერი რუსი ოკუპანტი აღარ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, საქართველო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში ძალიან ბევრ გარეშე ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ რაც შეეხება შიდა ვითარებას, უკვე იკვეთება კონტურები, რომ ომის ქარცეცხლიან დღეებში ერისა და ბერის ერთად ყოფნა ხელისუფლებისადმი ერთსულოვან მხარდაჭერას სულაც არ ნიშნავდა... ქვეყანაში და მის გარეთ არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასა და ახალო მომალში მოსალოდნელი პროცესების შესახებ, “ფაქტი” ეკონომიკურ ექსპერტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრარუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ მსოფლიოს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი დადებითი კუთხით მკვეთრად შეიცვალა. როგორ აფასებთ აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ევროპის ლედერების გახშირებულ ვიზიტებს საქართველოში?
_ ის ფაქტი, რომ ნატოს წარმომადგენლობა თბილისში იმ ფორმატით შეიკრიბა, როგორც დაგეგმილი იყო, ეს თავისთავად უკვე გარკვეული ნიშანია საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერისა, მაგრამ ეს შვებას ვერ მოგვრის იმ ქვეყანას, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიები რჩება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს გახდა საქართველოს მსოფლიოს წინაშე ახალი გამოწვევების მიზეზი ჩვენი ნატოში გაწევრიანებისთვის. ამერიკის პოლიტიკოსებთაგან ყველაზე გამოცდილი ფიგურის, დიკ ჩეინის ვიზიტი საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონისათვის, ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა. ამერიკელი მაღალჩინოსნის მიზანს ის წარმოადგენდა, რომ რუსეთისთვის დაენახვებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ვაშინგტონისთვის საქართველოსა და კავკასიის სტრატეგიული უსაფრთხოება. როდესაც იგი თბილისში საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობდა, სწორედ იმ დროს ფოთის პორტში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და მსოფლიოში გამორჩეული ხომალდი შემოვიდა, რამაც რუსეთის მაღალ ეშელონებს სიმშვიდე დაუკარგა. შავ ზღვაზე ძალთა ბალანსი დღეს უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და, ცხადია, აშშ-ს სასარგებლოდ არის შეცვლილი, რაც პირდაპირ კავშირშია აღნიშნული ქვეყნების გეოპოლიტიკურ თუ სტრატეგიულ ინტერესებთან. საქრთველოში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, მსოფლიოს პროცესების დაჩქარებაში კატალიზატორის როლიც კი შესარულა.
_ აგვისტოში მომხდარი მოვლენების შემდეგ, პროცესები წარიმართა იქითკენ, რომ შესაძლოა, საქართველო ნატოს წევრ ქვეყნად დაჩქარებული წესით იქნას მიღებული. რამდენად რეალურია ასეთი მოსაზრება, რა გარანტია არსებობს საამისოდ და რას შეცვლის ჩვენს სასარგებლოდ ნატოს წარმომადგენლობის თბილისში შეკრება?
_ საქართველოს პერსპექტივა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეიძლება, ვადებში შეიცვალოს, მაგრამ მასში დაჩქარებული წესით გაწევრიანება, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს და მისი ხელისუფლების სურვილია, ნატოს კი ამის შესახებ არანაირი ვალდებულება არც კი გაუხმაურებია. საქართველოს მეგობარი ქვეყნების დასავლელი ლიდერები აცნობიერებენ რეალობას, მაგრამ ასევე, აცნობიერებენ იმასაც, რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა თავად ალიანსი, საქართველოსთვის მეპ-ი აგვისტოს მოვლენებამდე რომ მიენიჭებინა.
_ რას გულისხმობთ?
_ რუსეთმა სამხედრო შეტევა განახორცელა საქართველოზე, ჩვენს ქვეყანას მეპ-ი რომ ქონოდა, ნატოს გაუჭირდებოდა საკუთარი წესდების შესრულება, რომელიც ასეთ შემთხვევაში საკუთარი ალიანსის წევრი ქვეყნის დაცვას ითვალისწინებს.
_ ანუ, რუსეთისთვის ნატოს ომი უნდა გამოეცხადებინა, რასაც ვერ იზამდა?
_ რა თქმა უნდა, თუმცა ნატოს წევრი ქვეყნებისა და, უპირველესად, აშშ-ს საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერით უკმაყოფილო ნამდვილად ვერ დავრჩებით. თუნდაც ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი არ ერიდება ლავროვის მკაცრ კრიტიკას, მაშინ, როცა ევროკავშირის ლიდერები უფრო თავშეკავებული არიან, ეს მანიშნებელია, რომ ალიანსი დეკემბრის სამიტამდე უკეთ ჩამოყალიბდება, მანამდე კი, თავის მკაფიო გადაწყვეტილებებს არ გაამჟღავნებს. ის ფაქტი, რომ ნატოს დღეს საქმე აქვს თბილისში, ეს უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს.
_ საინტერესოა, დიდ პოლიტიკურ მოვლენებში რა შანსები აქვს საქართველოს საიმისოდ, რომ რუსებთან დამარცხებული ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს? აშშ-ს მიერ გამოყოფილი მილიარდი დოლარი, რა თქმა უნდა, პატარა თანხა არ არის, მაგრამ საკმარისია იმ დანაკარგის ასანაზღაურებლად, რაც რეალურად სახეზე გვაქვს?
_ აშშ-ს ხელისუფლების განცხადება საქართველოსთვის მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე, საზოგადოებისთვის კმაყოფილების მიზეზი გხდა, მაგრამ საინტერესოა, რატომ იგივიანებს განმარტებები იმის თაობაზე, თუ რა ტიპის დახმარება იგულისხმება ამ თანხის ქვეშ. თუ ამ თანხის დანიშნულება დროულად არ იქნება განმარტებული, ვფიქრობ, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებას გამოიწვევს. თავად რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება უცნობია, რადგან არც უკვე მომხდარზე და არც მოსახდენზე ღია მსჯელობა არ ყოფილა, არადა, მის ტაქტიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
_ საქართველოს დახმარების თაობაზე მეტად დამაიმედებელი განცხადებები კეთდება. პარალელურდ, ქვეყნაში დევნილთა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარასებობის პრობლემებზე ისმის საუბარი. თქვენი აზრით, რა ხდება რეალურად?
_ ვიდრე ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ მხოლოდ ის უნდა იცოდეს, რისი გამხელაც თავად ხელისუფლებას სურს, ვითარების გამოსწორებას არც უნდა ველოდოთ. ასეთ ვითარებაში მოსახლეობას, ცხადია, ძალიან უჭირს, თავი რეალობაში იგრძნოს. დღედაღამ ტელევიზიებით გვიჩვენებენ, როგორ უჭირს რუსეთს და ამასობაში საერთოდ, ჩრდილში მოექცა საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ობიექტური ანალიზი. არ ჩანს დევნილთა მდგომარეობის ამსახველი არც კადრები და არც _ ინფორმაცია. არ ჩანს არც არასაპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია და, შეიძლება ითქვას, დღეს ქვეყანაში მრავალმხრივი კრიზისია. დიდი ინგლისელი მოაზროვნე ოლივერ გოლდსმიტი ამბობდა, თუ ნაკლოვანების გამოსწორება გინდა, კი არ უნდა დამალო იგი, პირიქით, უნდა გაახმოვანო და მის გამოსწორებაზე ისე იზრუნოო. არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლებისთვის სიბრძნე მიუღებელი რატომ არის. ალბათ, მალე მოვა დრო, როდესაც დღევანდელი პრობლემები მთელი სიმძაფრით იჩენს თავს დ ყველაფერს ფარდა აეხდება.
_ ახლახანს ხელისუფლებამ და საპარლამენტო ოპოზიციამ ხელი მოაწერა ქარტიას, რაც მხარეებს შორის პოლტიკური დიალოგის გაღრმავების ხელშემწყობი ფაქტორი უნდა გახდეს. ხელმოწერაზე არასაპარლამენტო ოპოზიციამ უარი თავად განაცხადა. ამასთან, ბოლო ხანს ინტენსიურად საუბრობენ ქვეყანაში ახალი ოპოზიციური ცენტრის შექმნაზე, რომელსაც დასავლეთის მხარდაჭერის საფუძველზე სათავეში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჩაუდგება.
_ ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგი არავინ იქნებოდა, მაგრამ კონსტიტუციური ნორმები, სურვილის შემთხვევაშიც კი, ევროპას საამისო ბერკეტს არ აძლევს. ყველაზე არაორდინალური კი ის არის, რომ თავად ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყანაში მომხდარი მოვლენების გამო ვერ გრძნობს და არ მაიჩნია, რომ იგი შესაცვლელია.
_ ნინო ბურჯანაძის ფიგურა საერთშორისო არენაზე, ასე თუ ისე, რეიტინგულია, იქნებ, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლების შესაცვლელად არა მხოლოდ შიდა ოპოზიცია, არამედ დასავლური საზოგადოების ნაწილიც იზრუნებს?
_ პირადად ჩემთვის ბევრის მთქმელია ის, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთთანამშრომლობის კომიტეტის შექმნის ხელშეკრულებას, რომლის გაფორმებაც ნატოს წევრი ქვეყნების თბილისში შეკრების უმნიშვნელოვანესი შედეგია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ხელი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ მოაწერა. არადა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა, რომ მას სახელმწიფოს მეორე პირი ხელს არ უნდა აწერდეს.

_ ფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ვინმემ აუკრძალა?
_ აქ არანაირ აკრძალვაზე საუბარი არ არის, მაგრამ საქართველო-ნატოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ნატოს მხრიდან ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, წესით პრეზიდენტს თავისი უპირატესობა არ უნდა დაეთმო პრემიერ-მინისტრისთვის. ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილება თავად ნატოს მხრიდან იყო ნაკარნახევი.
ესაუბრა სალომე მეგრელიშვილი
www.fact.ge