↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Დდესპანი

დიმიტრი მედვედევი: "რუსეთი ქართველ ხალხთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ყველაფერს გააკეთებს"

pikaso22 1 წთ კითხვა 960 0 კომენტარი

დიმიტრი მედვედევი: "რუსეთი ქართველ ხალხთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ყველაფერს გააკეთებს"

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, "ქართველ ხალხთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს". "ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის კეთილგონიერების და ნორმალური, ადამიანური ურთიერთობის აღსადგენად ყველა ღონეს ვიხმართ" – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის პოზიციას სააგენტო "რია ნოვოსტი" აქვეყნებს. მისივე თქმით, "რუსულ-ქართულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება". "ამ ზღვრის გავლება აუცილებელია არა მარტო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, არამედ ადამიანურ დონეზეც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა არსებობდა" – დასძინა მედვედევმა.
წყარო:pirveli.com.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი