↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ბდესპანი

ბაღაფშის და კოკოითის მონაცემები "ინტერპოლს" "წითელ ცირკულარში" შესატანად გადაეცემა

pikaso22 1 წთ კითხვა 812 0 კომენტარი

ბაღაფშის და კოკოითის მონაცემები "ინტერპოლს" "წითელ ცირკულარში" შესატანად გადაეცემა

სეპარატისტთა ლიდერები ბაღაფში და კოკოითი ძებნილებად მას შემდეგ გამოცხადდებიან, რაც გენერალურ პროკურატურაში დაწყებული ძიება დასრულდება და პროკურატურა შესაბამისი მტკიცებულებითა და მასალებით რეაგირებისათვის სასამართლოს მიმართავს. ბაღაფშისა და კოკოითის ძებნილად გამოცხადებასთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტებები ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელი სხდომიდან გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ გააკეთა. გვარამიას თქმით, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში კონკრეტული შედეგები იქნება წარმოდგენილი.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი