↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ხდესპანი

ხვალ თბილისში "კავკასიელ ხალხთა კონგრესი დაფუძნდება"

pikaso22 1 წთ კითხვა 854 0 კომენტარი

ხვალ თბილისში "კავკასიელ ხალხთა კონგრესი დაფუძნდება"

ხვალ თბილისში "კავკასიელ ხალხთა კონგრესი" დაფუძნდება. კონგრესი, რომელიც კავკასიელ ხალხებს გააერთიანებს, კავკასიის პრობლემებზე, კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან დაახლოებასა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საკითხებზე იმუშავებს. კავკასიელ ხალხთა კონგრესის შექმნის ინიციატორი საქართველოს მხრიდან პარტია "ჩვენი ქვეყანაა". კონგრესის პირველ ყრილობაზე ქართველები, ჩეჩნები, ინგუშები, აფზახები და ოსები სამომავლო საქმიანობის შესახებ ერთობლივ დოკუმენტს შეიმუშავებენ. "რუსეთის მიზანია "კავკასია კავკასიელების გარეშე". ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ.
ვერთიანდებით იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ სისხლიან იმპერიას, მის აგრესიას და დანაშაულს, რომელსაც ამ რეგიონის მიმართ ჩადის. ჩვენ ვერთიანდებით იმისათვის, რომ კავკასია იყოს და დარჩეს კავკასიელებისათვის და მტერმა ჩვენი დაჩოქება ვერ შეძლოს", - განუცხადა "პირველს" კონგრესის შექმნის ერთ-ერთმა ინიციატორმა თამაზ ღუღუნიშვილმა. მისივე თქმით, "კავკასიელ ხალხთა კონგრესი" კავკასიელებს შორის ტრადიციული, ისტორიული კავშირების აღდგენაზე, ამ ხალხების ეთნიკური თვითმყოფადობის, კულტურის, სულიერი ფასეულობებისა და ღირებულელების აღდგენა-შენარჩუნებაზე იმუშავებს.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი