↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებირწმენა და ეკლესია
Მდესპანი

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს

pikaso22 3 წთ კითხვა 583 0 კომენტარი

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს

[orthodoxy.ge]
ძველი აღთქმის წიგნებში ბევრგან გვხვდება წინასწარმეტყველება ღვთისმშობლის შესახებ. ეზეკიელ წინასწარმეტყველს იგი დახშულ ბჭედ ეჩვენა: ”რომელი არავინ განვლო, გარნა ღმერთმან და დახშული ჰგიეს ბჭეი იგი” (ეზ. 44:2); დანიელ წინასწარმეტყველი ამბობდა: ”მთისაგან ლოდი თვინიერ ხელისაგან კაცისა გამოკუეთილი” (დან. 2:34), რაც იესო ქრისტეს უმამაკაცოდ შობას გულისხმობდა, ხოლო ესაია ღაღადებდა: ”აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძეჲ” (ესაია 7:14).

მოსემ ღვთისმშობელი შეუწველ მაყვლოვნად იხილა სინას მთაზე, გედეონმა - საწმისად, დავითმა - ტარიგად, ოსე წინასწარმეტყველმა უხრწნელ ქალწულად ჰქადაგა, ეზეკიელმა - სიწმინდის ბჭედ, დანიელმა - შეურყეველ მთად, ესაიამ - იესეს ძირად.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება ”შობა მარიამისა” (აპოკრიფი ბერძნული სიტყვაა და ”დაფარულს” ნიშნავს. მოგვიანებით ეს სახელი ეწოდა არაკანონიკურ წიგნებს, თუმცა ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებას წმინდა ეკლესია იწყნარებს, თუკი მათი თხრობა არ ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას), რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · ეკლესიის ამბები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი