↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Დდესპანი

დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის ნაწილი პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს

pikaso22 1 წთ კითხვა 738 0 კომენტარი

დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის ნაწილი პარლამენტის შენობასთან აქციას მართავს

დიდი ლიახვის ხეობის სოფლების მოსახლეობის ნაწილი პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავს.
აქციის მონაწილეეები ორად არიან გაყოფილი, მათი ნაწილი, 50-მდე ადამიანი პარლამენტის შენობის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან იმყოფება, მეორე ნაწილი კი - უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ.
მობილიზებულია პარლამენტის შენობის დაცვა, ისინი ცდილობენ, აქციის მონაწილეები მშვიდობიანად გაიყვანონ პარლამენტის ეზოს ტერიტორიიდან.
აქციის მონაწილეების თქმით, უამრავი პრობლემა დაუგროვდათ და ხელისუფლების იმ პირებთან შეხვედრას ითხოვენ, რომლებიც მათ პრობლემებს გადაჭრიან, კერძოდ, პარლამენტარ კობა სუბელიანთან და შსს მინისტრთან მერაბიშვილთან.
"ხეობის მცხოვრებლებისთვის შენდება სახლები ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ჩვენთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება და არავინ გვეკითხება, თუ სად გვსურს ცხოვრება",-აცხადებენ დევნილები.
ისინი უკმაყოფილებას გამოთქვენ იმის გამოც, რომ მათ შვილებს არ აქვთ სასკოლო ნივთები, ტანსაცმელი, მედიკამენტები.
"ხელისუფლებამ დევნილები 10-დღიან სასურსათო პროგრამაზე დასვა",-აღნიშნეს მათ.
www.InterPressMews.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი