უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ლოცვა აღავლინა
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ლოცვა აღავლინა
ლოცვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა იქადაგა და ბრძანა, რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ყველა განსაცდელს ღვთისმშობლის მფარველობით გადავიტანთ.
უწმინდესმა და უნეტარესმა ერს კიდევ ერთხელ მოუწოდა გამთლიანებისკენ და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთ ტერიტორიულ მთლიანობაში მოექცევა. "ამ ყველაფერს ჩვენ ლოცვითა და ქადაგებით მივაღწევთ",-ბრძანა პატრიარქმა.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს.