↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ედესპანი

ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოში ჩამოსვლას ხვალიდან დაიწყებენ

pikaso22 1 წთ კითხვა 647 0 კომენტარი

ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოში ჩამოსვლას ხვალიდან დაიწყებენ

ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოში ჩამოსვლას ხვალიდან დაიწყებენ. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან ჰანს-იორგ ჰაბერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. "საქართველოში ევროკავშირის მისიის საქმიანობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემაა. საკითხი უნდა გადაწყდეს პოლიტიკური მოლაპარაკებების, პოლიტიკური პროცესის შედეგად. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ მოლაპარაკებებში თანმიმდევრული, მტკიცე იქნება და დაიცავს საკუთარ პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში" - განაცხადა დავით ბაქრაძემ. ევროკავშირის 200-მდე დამკვირვებელი საკუთარი ფუნქციის განხორციელებას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მომავალი კვირიდან შეუდგება.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი