↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Სდესპანი

სარა პეილინი ხვალ მიხეილ სააკაშვილს და ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდება

pikaso22 1 წთ კითხვა 709 0 კომენტარი

სარა პეილინი ხვალ მიხეილ სააკაშვილს და ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდება

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი "რესპუბლიკური პარტიიდან" სარა პეილინი ხვალ ერთობლივად საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდება. ამის შესახებ "The Washington Post" იუწყება.
გაზეთის ინფორმაციით, პეილინს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, ექნება პირველი შესაძლებლობა გამართოს შეხვედრები მსოფლიოს ლიდერებთან. დღეს ალასკის გუბერნატორი პეილინი კოლუმბიის და ავღანეთის პრეზიდენტებს შეხვდება. ხვალ კი ასევე დაგეგმილია ერაყისა და პაკისტანის პრეზიდენტებთან და ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრები.
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით დღეს გამოვა.

www.InterPressNews.ge
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · მსოფლიო

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი