↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Კდესპანი

კონსერვატორები დაღუპულ ჯარისკაცთა სახელობითი სიიების გამოქვეყბებას ითხოვენ.

pikaso22 1 წთ კითხვა 576 0 კომენტარი

კონსერვატორები დაღუპულ ჯარისკაცთა სახელობითი სიიების გამოქვეყბებას ითხოვენ.

კონსერვატიული პარტია დაღუპულ ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობის გამოქვეყნებს სახელობითი სიის მეშვეობით ითხოვს.როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზ კონსერვატიული პარტიის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა, ამ მოთხოვნით პარტიამ უკვე მიმართა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს, თუმცა აღნიშნული უწყებებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.გიგა ბუკიას თქმით, საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა, რომ ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი, აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობა _ 372, რეალური არ არის. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას სიმართლის ცოდნა სჭირდება, შესაბამისად, უნდა გამოქვეყნდეს სახელებისა და გვარების ზუსტი რაოდენობა.კონსერვატიულ პარტიას აქვს თავისი მონაცემები, რომელიც ჯერჯერობით არასრულყოფილია. თუმცა, ეს მონაცემი ხელისუფლების მონაცემზე გაცილებით მეტია. ასევე, უნდა დადგინდეს უგზოუკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა. ამ ყველაფრისთვის უნდა გამოქვეყნდეს სახელობითი სია“, _ განაცხადა გიგა ბუკიამ.კონსერვეტორები აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას, რომელიც პარლამენტის გადაწყვეტილებით უნდა შეიქმნას, მოუწოდებენ, რომ დაღუპულ ჯარისკაცთა სახელობითი სია გამოაქვეყნონ.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი