ევროპელები მიიჩნევენ, რომ რუსეთი მათ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის
ევროპელები მიიჩნევენ, რომ რუსეთი მათ უსაფრთხოებას საშიშროებას უქმნის
[”ინტერპრესნიუსი”]Financial Times-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მონაცემებით გაირკვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, ევროპაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გლობალური სტაბილურობის თვალსაზრისით რუსეთს უფრო სახიფათო ქვეყნად მიიჩნევენ, ვიდრე ირანს, ერაყსა და ჩრდილოეთ კორეას.
მიუხედავად ამისა, ევროპის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი წინააღმდეგია იმისა, რომ მათმა მთავრობებმა ჯანდაცვისა და სოციალური სფეროების ხარჯზე, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები.
მეტიც, გაზეთ Financial Times-ის დაკვეთით ფირმა Harris-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები იმას ადასტურებენ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ევროპის სამი ქვეყნის მოქალაქეები კატეგორიული წინააღმდეგი არიან იმისა, რომ მათი ქვეყნების ჯარებმა დაიცვან აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის სახელმწიფოები რუსეთისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები არიან და ნატოს წესდების მე-5 პუნქტი მათ ამის გაკეთებას ავალდებულებს.
გერმანიის მოქალაქეების 50%-ზე მეტი ამ ქვეყნების დასაცავად გერმანული ჯარის გაგზავნის წინააღმდეგია. ამ იდეას მხარი გერმანიაში მხოლოდ 26% უჭერს. გერმანიისაგან განსხვავებით, ნატოს წევრი ქვეყნების დაცვის შესაძლებლობას მხარს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს.
გამოკითხვის ყველაზე საოცარი შედეგია ის, რომ ევროპელებს შორის რუსეთის მიმართ შიშის ზრდის მიუხედავად, ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია ევროპამ რუსეთს პასუხი სამხედრო საშუალებებით გასცეს.
გამოკითხვის შედეგებით, საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსეთი იმ სიის სათავაში მოექცა, რომელიც, ევროპელების აზრით, მსოფლიოში მშვიდობას საფრთხეს უქმნის.
აგვისტოს მოვლენებამდე ამ რეიტინგში ევროპის მოსახლეობის მხოლოდ 4% მიიჩნევდა, რომ რუსეთი მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ახლა კი ამ აზრს ევროპელთა 17% იზიარებს. შედეგად, ევროპელთა გამოკითხვის შედეგებით მსოფლიოსათვის საფრთხის შექმნის რეიტინგში რუსეთი პირველ ადგილზეა და მნიშვნელოვნად გაუსწრო ირანს, რომელსაც 14 % აქვს და თითქმის დაეწია ჩინეთს, რომლის პროცენტი 21-ს შეადგენს.
აშშ-ს მოსახლეობის 13% რუსეთს ასევე მიიჩნევს მსოფლიოსათვის საფრთხედ. ეს მაჩვენებელი აშშ-ში 25-დან 13-მდე საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ გაიზარდა.
ევროპელთა აზრით, ევროპელთა ინტერესებს აშშ-ს პრეზიდენტობის ”დემოკრატიული პარტიის” კანდიდატი ბარაკ ობამა უკეთ დაიცავს.
თავად ამერიკელთა აზრით, კი ევროპელთა ინტერესებს ობამაზე უკეთ, აშშ-ს პრეზიდენტობის ”რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატი ჯონ მაკკეინი დაიცავს. ამ გამოკითხვაში ობამამ 37% მიიღო, ხოლო მაკეინმა - 41%.
http://presa.ge/index.php?text=news&i=4068