↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Გდესპანი

გორის რაიონის სოფლებში დაბრუნებული დევნილები კვლავ გორსა და თბილისში ბრუნდებიან

pikaso22 1 წთ კითხვა 569 0 კომენტარი

გორის რაიონის სოფლებში დაბრუნებული დევნილები კვლავ გორსა და თბილისში ბრუნდებიან

გორის რაიონის სოფლებში დაბრუნებული დევნილები კვლავ გორსა და თბილისში ბრუნდებიან. იმ სოფლებში, სადაც სასწავლო პროცესი არ დაწყებულა, ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა მათ შვილებს მიმდინარე სასწავლო წელს სწავლის განახლების საშუალება საერთოდ არ მიეცეთ და აქედან გამომდინარე, იძულებულები არიან გორისა და თბილისის საშუალო სკოლებს მიმართონ.
დღეისათვის გორში სასწავლო პროცესი 12 საშუალო სკოლაშია განახლებული. რაც შეეხება რაიონს, იქ თავდაპირველად ცხრა სკოლამ დაიწყო ფუნქციონირება, 22 სექტემბრიდან კიდევ ორი სკოლა შეუერთდა და 29 სექტემბრიდან, როგორც გორის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, კიდევ 11 სკოლა დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა ეს ძირითადად არის მეჯვრისხევისა და ატენის მიმართულებით არსებული სოფლების სკოლები.
რაც შეეხება ვარიანისა და კარალეთის მიმართულებით არსებულ ქართულ სოფლებს, სადაც ამ დროისათვის რუსული საოკუპაციო ჯარების საგუშაგოებია მოწყობილი, ჯერჯერობით ქართული პოლიციის კონტროლი ვერ ხორციელდება და შესაბამისად, სასწავლო პროცესიც უვადოდ არის გადადებული.
რესურს-ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნულ სოფლებში სწავლა მაშინ დაიწყება, როცა რუსი ოკუპანტები ტერიტორიას დატოვებენ. მოსწავლეების მშობლები კი ამბობენ, რომ რუსული საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლები ჯერჯერობით გასვლას არ აპირებენ და უფრო მეტიც, ისინი ზამთრისთვის ემზადებიან. აქედან გამომდინარე მშობლებს თავიანთი ბავშვები ამ სოფლებიდან სხვადასხვა სკოლებში გადაჰყავთ.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი