აფხაზეთის გარუსების გეგმა ახალი არ არის. ამ საკითხზე საუკუნეებია, რუსები მუშაობდნენ.
წყარო : კვირისპალიტრა
რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. აფხაზეთში საერთო-სახალხო ზეიმი გაიმართა ამ «ღირსშესანიშნავი» მოვლენის გამო, მაგრამ მას შემდეგ ჯერ ერთი თვეც არ გასულა და აფხაზეთიდან საგანგაშო ინფორმაცია მოდის. ოსებისა და აფხაზების ქომაგები ისევე დათარეშობენ აფხაზეთში, როგორც სამეგრელოს სოფლებში.
მამუკა არეშიძე (ექსპერტი კავკასიის საკითხებში): - აფხაზებისთვის ყველაზე მომგებიანი საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა იყო, მაგრამ ამაზე ლაპარაკს ახლა აზრი აღარ აქვს. ვიდრე აფხაზეთის საკითხი ჰაერში იყო გამოკიდებული, აფხაზებს ევროპელები, ამერიკელები და რაც მთავარია, რუსები რევერანსებით ელაპარაკებოდნენ. როცა გადაწყდა, რომ ამ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი დარჩება, აფხაზები ძალზე შეშფოთდნენ. რუსები დამცველები კი არა, ფაქტობრივად, ეგზეკუტორები გამოდგნენ. ეს უკვე იწვნიეს ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში, გალზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

- საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?
- გავლენიანი კლანების წარმომადგენლებს ვესაუბრე. მტერს არ ვუსურვებ, ისინი რომ ახლა დღეში არიან. მეუბნებიან, ეს რა გვიქენით, ქართველებმა დაგვღუპეთო.
- ?!
- რუსის ჯარი ყოველთვის რუსის ჯარია და არ აქვს მნიშვნელობა, სად დგას. აქედან გადასულებმა ახლა აფხაზეთში დაიწყეს ძარცვა-გლეჯა, თქვენი გულისთვის ქართველებს ვეომეთ და ახლა კეთილი ინებეთ და გვემსახურეთო. იპარავენ საქონელს, ითხოვენ საჭმელს, მოსახლეობას ავიწროებენ. აფხაზები, რომლებიც ქართველებისაგან გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ითმენდნენ, იძულებული არიან რუსის თავხედობა აიტანონ და ეს მხოლოდ დასაწყისია.
აფხაზი საზოგადოების გონიერი ნაწილი უკვე ხვდება, რომ რუსის ჯარის რეგიონში ყოფნას მომავალში კანონმდებლობის შეცვლა მოჰყვება. ლაპარაკია მიწის კანონმდებლობაზე. თუ აქამდე აფხაზეთში მიწის ყიდვა მხოლოდ აფხაზებს შეეძლოთ, ახლა ამ მიწას იყიდის ყველა, ვისაც მოესურვება. რუსული კაპიტალის შემოსვლას აფხაზები წინ ვერ აღუდგებიან. აფხაზების ნაწილი უკვე მიხვდა, რომ რისთვისაც იბრძოდნენ, იმაზე გაცილებით უარესი შედეგი მიიღეს. საქმე ისეა, რომ 10-15 წლის შემდეგ აფხაზების, როგორც ეთნოსის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. აფხაზები ისედაც ცოტანი არიან და წარმოიდგინეთ, რა ელით, როცა რუსები მიწებსა და ინფრასტრუქტურას იყიდიან. თუმც ამაზე ხმამაღლა ჯერ ვერც ოპოზიციური გაზეთები ლაპარაკობენ.
- რეპრესიები ხომ არ დაიწყო?
- როგორც შევიტყვე, «საშიში» საუბრების ჩახშობას ხელისუფლება, ჯერჯერობით, ახერხებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ვინც რუსეთის მხარდამჭერ მიტინგზე არ მივიდა, დიდი უსიამოვნება შეხვდა.
სავარაუდოდ, აფხაზები უკმაყოფილებას მალე გამოხატავენ. ბაღაფშის განცხადება, აფხაზეთში ორ რუსულ ბაზაზე მეტი არ იქნებაო, ცხადს ხდის, რომ აფხაზები წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ.
- აპირებენ, მაგრამ მოახერხებენ?
- არა მგონია. სადაც მოუნდებათ და რამდენიც მოუნდებათ, რუსები იმდენ ბაზას გახსნიან და ხელს აფხაზები ნამდვილად ვერ შეუშლიან. როცა აფხაზები მიხვდებიან, რა ხდება მათ თავს და გამოფხიზლდებიან, გარწმუნებთ, ძალზე გვიან იქნება. დარწმუნებული ვარ, ბაღაფში კარგად ხვდება, რა ხაფანგშიც გააყოფინა საკუთარ ხალხს თავი, მაგრამ ისეთი გარემოცვა ჰყავს, ზედმეტი მოძრაობის უფლებაც კი არ აქვს.
აფხაზეთის გარუსების გეგმა ახალი არ არის. ამ საკითხზე საუკუნეებია, რუსები მუშაობდნენ.
ზურაბ პაპასკირი (ისტორიკოსი, პროფესორი): «1864 წელს, აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, აფხაზეთს ეწოდა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც ბზიფის, სოხუმისა და აბჟუას ოკრუგებად დაიყო. მასში შევიდა აგრეთვე წებელდისა და სამურზაყანოს საბოქაულოები. რუსული ადმინისტრაცია მაშინვე შეუდგა სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარებას აფხაზეთში. უპირველესი ამოცანა შემომტკიცებული მხარეების გარუსება იყო. ერთ-ერთი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, მთავრობა არ უნდა ცდილიყო «ბცცრეცნდტყყჯ დჯპდსიფნმ ნეპტვყსქ 'კტვტყნ დ ეოტჰ, ჰეცცრჯვე», - პირიქით, ყველაფერი უნდა ეღონათ ამ ოლქის გარუსებისთვის. 1866 წელს კავკასიის რუსული ადმინისტრაცია შეუდგა მზადებას საგლეხო რეფორმისთვის, მაგრამ აფხაზმა გლეხებმა ამას რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ საერთო-სახალხო აჯანყებით უპასუხეს. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი გიორგი შარვაშიძე აფხაზეთის ახალ მთავრად გამოაცხადეს და მოსთხოვეს, გასძღოლოდა მათ ბრძოლას რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებამ მაშინ სისხლში ჩაახშო აჯანყება, მისი მეთაურები სასტიკად დასაჯა. რეპრესიები ამით არ დასრულებულა. თავად აფხაზი მკვლევარი ლაკობა თავის შრომებში აღნიშნავდა, რომ რუსეთს აფხაზეთი სჭირდებოდა ურჩი აფხაზების გარეშე. ამიტომაც გადაასახლა უმრავლესობა თურქეთში. ამ ტრაგედიაში ბრალი მიუძღვით აფხაზური წინააღმდეგობის ლიდერებსაც, რომლებიც აჰყვნენ ოსმალეთის იმპერიის პროპაგანდას და ხალხს ამ საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგეს. 1877 წელს აფხაზი ხალხის ტრაგედიას ქართველებმა თანაუგრძნეს. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, სერგეი მესხი, გიორგი წერეთელი და იონა მეუნარგია რუსეთს ადანაშაულებდნენ აფხაზი ხალხის დამონებაში. ქართველი საზოგადოების გულწრფელ თანადგომას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა აფხაზი ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი ძიძარია, მაგრამ სეპარატისტული მოძრაობის ისტორიკოსებმა ყოველივე ეს «დაივიწყეს». ზოგიერთი უფრო შორსაც წავიდა და აფხაზთა მუჰაჯირობაში ქართველებს დასდო ბრალი. 1877-1878 წლების შემდეგ რუსები აფხაზეთში რუსი კოლონისტების ჩასახლებას შეუდგნენ. ეს იყო მათი დიდი გეგმის ნაწილი. მისი ხორცშესხმის მთავარი პირობა კი აფხაზეთში რუსი მოსახლეობის კოლონიზაცია იყო. ამაზე დაუფარავად ლაპარაკობდა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი გერშელმანი. ამ გზაზე ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი აქაური მკვიდრი ქართველი მოსახლეობა იყო. ამ დროისთვის ქართველი და აფხაზი ხალხის კონსოლიდაცია ახალ ფაზაში შედიოდა, რაც ძირეულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის იმპერიულ ინტერესებს. სწორედ მაშინ შეუდგა რუსეთი «დაყავი და იბატონეს» პოლიტიკას. დიდი სამუშაო ჩაატარეს მეგრელთა «ეროვნული თვითშეგნების» გამოსაღვიძებლადაც. უნერგავდნენ აზრს, რომ ისინი ქართველები არ იყვნენ (სხვათა შორის, რუსები ახლაც უმეორებდნენ მეგრელებს, თქვენ არაფერს გერჩით, ქართველები არ ხართო). ეტყობა, რუსეთის მითითებით ბაღაფშმაც ბევრჯერ გაიმეორა, რომ კოდორისხეობელ სვანებთან გასაყოფი არაფერი ჰქონდათ აფხაზებს, რადგან ქართველები კი არა, სვანები არიანო. აი, რას წერდა გენერალი გერშელმანი: «აფხაზები დღემდე ნაკლებგანვითარებულნი, უკულტურო არიან როგორც გონებრივად, ასევე ქცევებითაც. მათი ნდობა პოლიტიკურად არ შეიძლება. ამიტომ საჭიროა აქ რუსული მოქალაქეობის დამკვიდრება, რაც შესაძლებელი გახდება აფხაზეთის რუსული მოსახლეობით დასახლების შემთხვევაში». გარეგნულად ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს რუსეთი აფხაზი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა. რუსი მეცნიერი პეტრე უსლარი, რომელიც აღიარებდა ქართული ანბანის სრულყოფილებას, წერდა, თუ ჩვენ კავკასიაში განათლების შესატანად ქართველების ანბანურ სისტემას გამოვიყენებთ, შევიქმნით პრობლემებს, რადგან გადამთიელების განათლება უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ენის შესწავლის გაადვილებასო. უფრო შორს წავიდა ევგენი ვეიდენბაუმი, რომელიც აცხადებდა, რომ აფხაზური დამწერლობის შექმნის მთავარი მიზანი ქართული ენისა და დამწერლობის შევიწროება იყო. რუსეთი საეკლესიო სფეროსაც მისწვდა. უწმინდესი სინოდის 1898 წლის 3 სექტემბრის განკარგულებით აფხაზეთში ღვთისმსახურება მხოლოდ სლავურ ენაზე უნდა ჩატარებულიყო. რუსეთს ქართული სამღვდელოება დიდ დაბრკოლებას უქმნიდა, რადგან მის ხელში იყო ისეთი ძლიერი იარაღი, როგორიც ეკლესია და სკოლაა (აი, რატომ ხურავენ გალში ქართულ სკოლებს!). რუსეთის ხელისუფლების დიდმოხელეებს არასაკმარისად მიაჩნდათ ეს ღონისძიებები და აუცილებლად თვლიდნენ აფხაზეთის ჩამოშორებას საქართველოსგან. აი, რას სწერდნენ კავკასიის სამოქალაქო მმართველი თავადი გოლიცინი და საქართველოს ეგზარქოსი ალექსი უწმინდესი სინოდის ობერპროკურორს: «სოხუმის ეპარქია უნდა მოვწყვიტოთ არასასურველი ქართული გავლენისაგან. ამ მოსაზრებით კარგი იქნებოდა, თუ სოხუმის ეპარქიას ყუბანის ეპარქიას შევუერთებთ. ამ ეპარქიაში 2 მილიონამდე წმინდა რუსული მოსახლეობა ცხოვრობს. ამ ხალხში კი ადვილად შეერევა შავიზღვისპირეთის 100000-იანი, მრავალენოვანი მოსახლეობა». ეს მზაკვრული გეგმა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ არსებობდა, მაგრამ მაშინ აფხაზები ვერ მოექცნენ რუსული პროპაგანდის ზეგავლენაში და შეინარჩუნეს ქართულ-აფხაზური ერთობა.
თავისი გეგმა რუსეთს არც მეოცე და არც XXI საუკუნეში დავიწყებია. რუსეთის ხელისუფლების ანტიქართულმა პროპაგანდამ დიდი გასაქანი პოვა ე.წ. ხალხის წიაღიდან გამოსულ ინტელიგენციაში. ეს ის ხალხია, რომელთაც სწორედ რუსული განათლება ჰქონდა მიღებული»."
აფხაზები დიდი საფრთხის წინაშე რომ არიან, აფხაზეთის ელიტა ჯერ კიდევ შარშან გრძნობდა. ერთ-ერთმა ქართველმა ექიმმა მიამბო აფხაზეთში შარშანდელი მოგზაურობის ამბავი (მის სახელსა და გვარს არ დავასახელებთ):
- შარშან, ზაფხულში რამდენიმე ქართველი ექიმი სოხუმში ჩავედით. ერთი იქაური დიდმოხელის მეუღლისთვის ოპერაცია უნდა გაგვეკეთებინა. ქალს რამდენჯერმე რუსეთში გაუკეთებია ოპერაცია, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ერთ ცნობილ ქართველ ქირურგს სთხოვეს აფხაზებმა შველა და მეც ამ ჯგუფში აღმოვჩნდი. იქიდან შოკირებული დავბრუნდი. აფხაზების რუსებისადმი სიძულვილმა გამაკვირვა. ამას მალავენ, მაგრამ სუფრასთან შეზარხოშებულებმა გულისნადები ვეღარ დაფარეს. მეგრელი თავადების შთამომავალი ვარ და ამ გვარს აფხაზები დიდი პატივისცემით ეპყრობიან. მასპინძელმა მკითხა, რუსები სათავადო სახლში არ გიწვევენო? საქმე ის იყო, რომ ჩემი მასპინძელიც თავადური წარმოშობის გახლდათ და მიამბო, როცა თავადურ სახლში მიგვიწვიეს, გოლიცინი (ისევ გოლიცინი. - ავტ.) გამომეგება და მან წარმადგინა შეკრებილებთან. გამოაცხადა, ამათი გვარი რუსეთის დაუძინებელი მტერი იყო კოდორის ხეობაში, ყველაზე მეტად ესენი გვიწევდნენ წინააღმდეგობასო. ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, კი მაგრამ თქვენ, რუსები, იქ რას ეტენებოდით-მეთქი? კავკასიელი ერები ვერ გადავრჩებით, თუ საერთო-კავკასიური სახლი არ შევქმენით. მაშინ კი რუსი კავკასიას ვერაფერს დააკლებს. იქნებ ქართველებსაც გეფიქრათ ამაზეო. აფხაზი, თანაც რუსეთის სამხედრო მოსამსახურის ამ ნათქვამმა ბევრ რამეზე დამაფიქრა.
სოხუმში გამგზავრებამდე ახლობელმა მთხოვა მისი კარ-=მიდამო მომენახულებინა... როცა სოხუმში მის სახლს მივუახლოვდი, მობილური ტელეფონი მოვიმარჯვე გადასაღებად და მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე. არ გადახვიდეო, მთხოვა მასპინძელმა. თვალით მანიშნა რაღაც... თვალი მოვკარი, ფარდის მიღმა ვიღაც მალულად გვითვალთვალებდა. ვინ არის-მეთქი, ვიკითხე. მაგ სახლში სომეხი ცხოვრობსო. ყველაფერი ნათელი იყო. დაბეზღებისა შეეშინდა აფხაზს აფხაზეთში... მოგვიანებით მაღაზიებსა და რესტორნებსაც ჩამოვუარეთ. მუშახელი, ძირითადად, სომხები არიან. აფხაზ თანამდებობის პირებს აუცილებლად ჰყავთ მოთვალთვალე მოადგილები, ისევ სომხები, რუსეთის მთავარი დასაყრდენი და ყველაზე სანდო ძალა კავკასიაში(!).
გამაკვირვა იმანაც, რომ აფხაზები ოსებს ერთგვარად აგდებითაც კი მოიხსენიებდნენ და ამბობდნენ, რა უნდა საქართველოს შუაგულში ოსებს, ეგ მაგათი მიწა არ არისო... ვკითხე, მაშინ რატომ ეფიცებით ძმობას ოსებს-მეთქი. სხვა გამოსავალი არ გვაქვსო...
აფხაზები აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ. მიმტკიცებდნენ, ჩვენ აფხაზები, მეგრელები, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ხალხები მონათესავე ერები ვართ და ქართველებმა დაგვიპყრეს, იქნებ ერთიანი აფხაზეთის (ლაპარაკია დასავლეთ საქართველოზე) სახელმწიფო შეგვექმნაო.
გულდამძიმებული დავბრუნდი თბილისში. არა მარტო ჩვენ ვკარგავდით აფხაზეთს, არამედ სულ მალე თავად აფხაზებიც დაკარგავენ. და კიდევ, აფხაზეთში აფხაზი ბავშვების უმეტესობამ მშობლიური ენა არ იცის, ისინი რუსულად ლაპარაკობენ.
http://kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm