↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Ვდესპანი

ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი შესაძლოა გაუქმდეს

pikaso22 1 წთ კითხვა 1095 0 კომენტარი

ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი შესაძლოა გაუქმდეს

რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი შესაძლოა გაუქმდეს.
პუტინის თქმით, შესაბამისი მექანიზმები მოსკოვსა და ცხინვალს შორის ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებაში არსებობს.
"რაც შეეხება ინტეგრაციას, დღეისათვის საკმარისი იქნება, თუ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთ შორის საზღვარს არსებითად გავაუქმებთ და ხალხს მშვიდად ცხოვრების, ბავშვების გაზრდის, რესპუბლიკის განვითარების და სახელმწიფო საზღვარზე ფორმალობების გარეშე ურთიერთობების საშუალებას მივცემთ", - განაცხადა პუტინმა. რუსეთის პრემიერის თქმით, ამისათვის საჭირო იქნება კიდევ ერთი დოკუმენტის ხელმოწერა.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · 2008 წლის ომი და ოკუპაცია

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი