ჯონ ბაიდენი - რუსეთმა აუცილებლად უნდა გადაიხადოს იმისთვის, რაც გააკეთა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია

მან რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა და რუსეთის აგრესია დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობის მიზნით, დამოუკიდებელ ქვეყანაზე თავდასხმად შეაფასა.
"როდესაც ეს აგრესია განხორციელდა მე ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მთხოვა თბილისში ჩავსულიყავი და მე მისი მიწვევა სიამოვნებით მივიღე, რადგან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ აშშ-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. ჩვენ არ დავუშვებთ რუსეთის მთავრობის მცდელობებს დაამხოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება", - აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ საქართველოს სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გარკვეული ვალდებულებები აიღოს.
"საქართველოში მხოლოდ ტანკები კი არ შევიდნენ და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მიტაცების გეგმა კი არ ჰქონიათ, არამედ ისინი მთელს ქვყენაში შეიჭრნენ. მათი მცდელობა იყო დაენგრიათ ქვყენის დამოუკიდებლობა", - აღნიშნა მან.
ბაიდენის თქმით, რუსეთის სამხედროების რაოდენობა იგივე უნდა დარჩენილიყო, რაც კონფლიქტამდე იყო, თუმცა, მათ ჯარისკაცების რიცხვი გააორმაგეს.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა. რუსეთმა აუცილებლად უნდა გადაიხადოს იმისთვის რაც გააკეთა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მათ საფონდო ბირჟებზე არსებული კრიზის შედეგად თითქმის 750 მლრდ აშშ დოლარი იზარალეს. უკვე აღარ განვიხილავთ სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის საკითხს. ასევე აღარ ვუჭერთ მხარს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს", - აღნიშნა ბაიდენმა.
იგი დარწმუნებულია აშშ საქართველოსთვის შესაბამისი ეკონომიკური დახმარების გაწევას მოახერხებს.
www.InterPressNews.ge