აშშ-ს პრეზიდენტობის "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა, რუსეთს "კგბ"-ს მიერ მართული ქვეყანა უწ
აშშ-ს პრეზიდენტობის "რესპუბლიკელმა" კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა, რუსეთს "კგბ"-ს მიერ მართული ქვეყანა უწოდა
საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაცით, ეს განცხადება მაკკეინმა მაშინ გააკეთა, როდესაც მის მეტოქეს საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას "გულუბრყვილობაში" დასდო ბრალი, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ობამა ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.
მაკკეინმა აღნიშნა, რომ ობამას არასწორად ესმის რუსეთის "ჭეშმარიტი სწრაფვა", ვინაიდან აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტის დროს, იგი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებდა.
"ეს გულუბრყვილობაა. ამჟამად რუსეთი "ნავთობდოლარებით" გამოკვებილ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის მთავრობასაც "კგბ"-ს აპარატის თანამშრომელი ხელმძღვანელობს. მინისტრ პუტინის თვალებში სამი ასოა გამოხატული "კ", "გ" და "ბ", - განაცხადა მაკკეინმა.
