ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
პატრიარქის განცხადებით, სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს აუცილებლად დაუბრინდება.
"არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი რწმენა ღვთისა, როგორც ეს საქართველოშია. დღეს ჩვენ რთული მდგომარება გვაქვს, მაგრამ ღვთის ძალით საქართველო დაიბრუნებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთს. უპირველესად კი უნდა გავძლიერდეთ სულიერად. სიძულვილი არ უნდა ჩავიდოთ გულში. ქართველ ადამიანს არ ახასიათებს სიძულვილი. ვმადლობთ უფალს, რომ ჩვენში სიძულვილი არ ინერგება", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.
დღესვე უწმინდესმა და უნეტარესმა მესტვირიშვილების გვარი დალოცა. გარდა ამისა, დღესვე შედგება 400 ახალშობილის ნათლობა, რომელთა ნათლიაც თავად პატრიარქი იქნება. როგორც ცნობილია, სურვილის შემთხვევაში ოჯახის ყოველ მესამე ახალშობილს პატრიარქი ნათლავს.
www.InterPressNews.ge
